ოლიმპიადა სოჭში 2014 წელს გაიმართება. რუსეთს და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა, რის შედეგადაც საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა. ამ რეგიონთაგან ერთ-ერთი რუსეთის საზღვრიდან და შავი ზღვის კურორტ სოჭიდან ზუსტად 1 მილის მოშორებით მდებარეობს.
სამშაბათს ბიძინა ივანიშვილმა, რომლის კოალიციამაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს სოჭის ოლიმპიადას. ივანიშვილი აღარ აპირებს ოლიმპიადის ბოიკოტირების გაგრძელებას, რითაც საქართველო რუსეთის ჯარების მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას აპროტესტებდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ “საქართველო უნდა მოიქცეს როგორც კარგი მეზობელი და ხელი შეუწყოს ოლიმპიადის მშვიდობიანად და ყოველგვარი გართულების გარეშე ჩატარებას: “საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი კი სოჭში ოლიმპიური თამაშების გამართვას აპროტესტებდა”, _ ამ ინფორმაციას სპორტული ვებგვერდი http://summergames.ap.org ავრცელებს.