როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკრებულოს რამდენიმე “ნაციონალი” დეპუტატი პარტიას ტოვებს. მათ შორისაა ზაურ ოსეფაიშვილიც, რომელიც კომენტარებს არ აკეთებს. აწ უკვე ყოფილი მმართველი პარტიის დატოვებას, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფელ ხიდისთავის დეპუტატი და ამავე სოფლის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ მეგრელიძეც აპირებს. ეს ის მეგრელიძეა, რომელსაც “ნაციონალების” გასამარჯვებლად ძალები ნამდვილად არ დაუზოგავს. მეგრელიძესთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა _ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
ჩვენი ინფორმაციით, პარტია უკვე დატოვა სოფელ ვანზომლეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ხუხუნაიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასდროს ყოფილა:
_ მე ვიყავი ფრაქცია მაჟორიტარების ხელმძღვანელი და ახლაც ასეა.
_ “ნაციონალურ მოძრაობაში” არ ყოფილხართ?
_ არა, არასოდეს. მხოლოდ მხარდამჭერი ვიყავი.
ჩვენ შევეცადეთ სხვა დეპუტატებსაც დავკავშირებოდით, თუმცა, უშედეგოდ _ ზოგს ტელეფონი ჰქონდა გამართული, ზოგმა ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. როგორც წესი, ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვა საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძემაც, რომელიც, როგორც გვითხრეს, “ნაციონალურ მოძრაობას” ერიყება.