https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რურუას ბიზნესინტერესები ტელეანძასთან დაკავშირებით ძალაში რჩება

17:10; 17.10.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შპს “გოლდენ კომი”, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, თბილისისა და საქართველოს რეგიონებში არსებული 30-ზე მეტი ანძა სამართავად გადაეცა, მართვაზე უარს ამბობს.

„გოლდენ კომმა” „ალფა კომის” მმართველობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დავით გიორგაძის ბრძანებით შეწყვიტა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ბრძანების გაცემის საფუძველი „გოლდენ კომი”-ის 2012 წლის 4 ოქტომბრის წერილი გახდა, სადაც წინასწარ გააფრთხილა სამინისტრო, რომ „გოლდენ კომში” არსებული ფინანსური პრობლემების გამო, კომპანია ვერ მოახერხებს აღებული ვალდებულების შესრულებას.

თბილისის ანძისა და ტენდერის ისტორია, რომელსაც მოგვიანებით მედიის დიდმა ნაწილმა “მაფიოზური გარიგება” უწოდა, ასე დაიწყო:

2011 წლის 18 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაიწყო ონლაინ აუქციონი, რომელზეც შპს “ალფა-კომის” მართვის უფლება გამოიტანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

შპს “ალფა-კომი” წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 გადამცემ ანძას ოპერირებდა. მათ შორის გახლდათ თბილისის 1972 წელს აშენებული 275-მეტრიანი ტელეანძა და 30-ზე მეტი სხვა სატელევიზიო ანძა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ ტექნიკური საშუალებებით კი 30 რადიო და 16 ტელეკომპანია სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე.

აუქციონის დასრულების ვადად 2011 წლის 1 აგვისტო, 17:00 საათი დასახელდა. აუქციონში გამარჯვებულს მართვის უფლებით უნდა ჩაებარებინა ისეთი საკვანძო ობიექტი, რომელიც მონოპოლიურად ფლობდა რადიო, სატელევიზიო და ტელეკომუნიკაციების მიწოდების სიგნალებს. აუქციონის ასეთი სწრაფი ტემპებით ჩატარება კი მთლიანად გამორიცხავდა მასში იმ უცხოელი თუ ადგილობრივი მყიდველის მონაწილეობას, ვინც ე.წ. “შიდა ინფორმაციას” არ ფლობდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინა შპს “ალფა-კომში”. თუმცა, პირობებში არ იყო მითითებული, კონკრეტულად რა სახის ინვესტიციის გახორციელება იყო საჭირო. აუქციონის ვებ-გვერდი არ შეიცავდა მონაცემებს შპს “ალფა-კომის” საკუთრებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და მისი მდგომარეობის შესახებ.

შპს “ალფა-კომის” მართვის უფლების პრივატიზაციის სწრაფმა და მოულოდნელმა პროცესმა მედიაკომპანიებისთვის გაურკვეველი გარემო შექმნა; დამოუკიდებელი მაუწყებლების შეშფოთება იმ პირობებისა და ტარიფების გამო, რომელთაც ახალი ოპერატორი მაუწყებელთა სიგნალის გადაცემისათვის დააწესებდა, დღევანდელი რეალობის პირობებში, სულაც არ იყო მოკლებული საფუძველს.

მართვის უფლების შესაძენად სამინისტრომ საწყის ფასად 100 000 ლარი დააწესა. ონლაინ აუქციონის დაწყებიდან მეოთხე დღეს, შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა დაინტერესებულმა პირმა, _ შპს “გოლდენ კომმა” გამოხატა და მიმდინარე ფასი 110 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “ალფა-კომის” 4-წლიანი მმართველობის უფლება სწორედ შპს “გოლდენ კომს” გადასცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, “გოლდენ კომი” შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო გახლდათ, რომელიც 2011 წლის 11 ივლისს, “ალფა კომის” მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული აუქციონის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა.

შპს “გოლდენ კომის” 100% წილის მფლობელი და ამავდროულად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური მეწარმე ვასილ ბოლაშვილი გახლდათ.

რა პრინციპით შეარჩიეს ვასილ ბოლაშვილი და რატომ მაინცდამაინც მასზე დაარეგისტრირეს “გოლდენ კომი”? სასტუმროების მეპატრონე ბოლაშვილს ტელენძასთან მცირეოდენი შეხების წერტილიც კი არ ჰქონია; ის ფორმალურად დასმული პერსონა იყო, რომელსაც, თავის დროზე, მმართველ პარტიასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

2008 წელს, საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეკომენდაციით, ვასილ ბოლაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად სიღნაღის რაიონში უნდა ეყარა კენჭი, თუმცა საარჩევნო სიის ირგვლივ ბურჯანაძისა და სააკაშვილის ცნობილი კონფლიქტის შემდეგ, ბოლაშვილი მმართველი პარტიის სიიდან ამოიღეს, ხოლო 2009 წლის მარტში, უკვე ოპოზიციაში მყოფი ბურჯანაძის პარტიის _ “დემოკრატიული მოძრაობის” ათამდე წევრთან ერთად, ვასილ ბოლაშვილის ვაჟი _ გიორგი დააპატიმრეს. როგორც 2009 წლის 25 მარტს, ბოლაშვილის ვაჟის დაპატიმრების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა სააგენტო “პირველს” განუცხადა, “ვასო ბოლაშვილის კანდიდატურაზე “ნაციონალურ მოძრაობაში” უარი იმის გამო ითქვა, რომ მისი ბიზნესი გარკვეულ ეჭვებს იწვევდა”.

2 წლის შემდეგ, თბილისის ტელეანძა სწორედ ამ “საეჭვო რეპუტაციის” მქონე ბიზნესმენს ჩააბარეს…

2011 წლის 28 ნოემბერს, საჯარო რეესტრში კიდევ ერთი ცვლილება დაფიქსირდა, რომლის თანახმადაც, ტელეანძის გენერალურ დირექტორად ვინმე ვასილ კავაძე დაინიშნა.

ბრძანება N _ დაუბლოკეთ მედიას ყველა ინფორმაცია!

კავაძის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. 31 წლის გენერალური დირექტორის ბეგრაუნდი არც მედიასაქმიანობას უკავშირდება და არც ბოლაშვილის ბიზნესს. ვასილ კავაძე ნაკლებადაა ცნობილი მედიის წარმომადგენელთათვის და არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.

არაერთხელ დავუკავშირდით თავად ვასილ ბოლაშვილსაც. შეგვპირდა, რომ შეგვხდებოდა და ყველა კითხვაზე გაგვცემდა პასუხს, მაგრამ ინტერვიუ არ შედგა _ მისი თქმით, ის ხან ქვეყნიდან იყო გასული, ხან უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა: “ვასილ კავაძეს დაუკავშირდით, მან ჩემზე ბევრად უკეთ იცის ის საკითხები, რაც გაინტერესებთ. არ არის პრობლემა, შეგხვდებათ და დაგელაპარაკებათ…”

როცა ბოლაშვილისგან ასეთ დამაიმედებელ პასუხებს ვიღებდით, თავად კავაძე ხელმძღვანელობის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის აკრძალვაზე გვესაუბრებოდა და ამის გამო წუხილსაც გამოთქვამდა: “სამწუხაროდ, თქვენთვის არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს. ვისაუბრე მმართველ კომპანიასთან და მითხრეს, ყველანაირი ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეთო. რა ვქნა, ბოდიშს გიხდით. მე ერთი დაქირავებული თანამშრომელი ვარ.”

ვასილ კავაძე ერთადერთი არ იყო, რომელიც მმართველი კომპანიის მხრიდან მედიასთან ურთიერთობის აკრძალვაზე საუბრობდა.

“გურია ნიუსი” რამდენიმე თვის წინ, ანძის წინა მეპატრონის, “ალფა კომის” დირექტორის მოადგილეს, ბორის ადამიასაც დაუკავშირდა. კითხვაზე, _ რა ცვლილებების გატარება დაიწყო ახალმა მმართველმა, ბორის ადამიამ გვიპასუხა: _ შემოვიდა ახალი მმართველი, დანიშნა ახალი გენერალური დირექტორი უკვე მეორე თვეა და აგვიკრძალა მედიასთან ურთიერთობა. ის საკითხები, რაც ჟურნალისტებს აინტერესებს, ჩვენი განსჯისა და გავრცელების საგანი არ არის. თვითონ მაგათ უნდა მიმართოთ, რაიმე ინფორმაცია თუ გაინტერესებთ.

დღეს, „მედია გე”-სთან საუბარში, ბორის ადამია აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, „არც გადაიარაღება მომხდარა და ერთი თეთრის ინვესტიციაც არ შემოსულა.”

შეგახსენებთ, რომ ვასილ ბოლაშვილი იმ კომპანიის სამართავად შევიდა, რომლის დებიტორული ვალი 7 მილიონს, ხოლო კრედიტორული ვალი 3 მილიონ ლარს აღწევდა. ამის შესახებ მათ მაშინვე იცოდნენ, თუმცა მხოლოდ დღეს მიხვდნენ, რომ ვალდებულებების შესასრულებლად ფული არ ეყოფოდათ.

თავად ვასილ კავაძე „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასთან” აცხადებს, რომ „გოლდენ კომს” მოვალეობის შესასრულებლად რამდენიმე წელი ჰქონდა, ინვესტიციების განხორციელება დროში არ იყო გაწერილი და შეეძლო ნებისმიერ დროს დაეწყო სამუშაოები.

ვისი კადრია ვასილ კავაძე და რა აკავშირებს მას გიორგი რურუასთან?

1981 წლის 24 აპრილს დაბადებული ვასილ კავაძე ტელეანძის გენერალური დირექტორობის პარალელურად, სასტუმრო “ბაკურიანი პლაზას” გენერალური დირექტორიცაა. როგორც თვითონ აცხადებს, ეს ტელეანძასთან კავშირში არ არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ბაკურიანი პლაზას” 100%-იანი წილის მფლობელი და კავაძის ბიზნესპარტნიორი ვინმე („გურია ნიუსის” ინფორმაციით ვასილ კავაძის მეუღლე) ნინო ვასაძეა. ტელეანძის გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ერთი თვით ადრე, კავაძე “ბაკურიანი პლაზას” თავის კუთვნილ წილს სწორედ ნინო ვასაძის სასარგებლოდ თმობს.

32 წლის ნინო ვასაძეს კავაძე პარტნიორობას მხოლოდ ამ ერთ ობიექტზე არ უწევს.

ტელეანძის ახალ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთი ბიზნესი ჰქონდა ჩაბარებული _ ის კომპანია “ემჯიაის” წარმომადგენელი გახლდათ. ყველაზე საინტერესო ჯაჭვი სწორედ ამ კომპანიის ირგვლივ იკვრება:

აღნიშნული კომპანია თარხნიშვილის #2 მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიას (3854კვ.მ) ფლობს. ამ ტერიტორიაზე საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სამშობიარო სახლი და მის ბაზაზე არსებული საექთნო სასწავლებელია განთავსებული.

კავაძე, თავის დროზე, უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროცესს, რომელიც “ემჯიაისა” და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარეობდა. 2010 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით, “ემჯიაიას” საკონტროლო პაკეტის 65%-ს მფლობელად კვლავ ნინო ვასაძე გვევლინება _ ვასილ კავაძის ბიზნესპარტნიორი. დარჩენილი 35%-ის მფლობელი კი ერობაში დიმიტრი ჭუაძე, ბერობაში _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე გახლავთ.

ყველა დეკლარირებული ბიზნესოპერაცია, რასაც კავაძე ოფიციალურად ახორციელებს, ნინო ვასაძეს უკავშირდება.

ვინ არის ნინო ვასაძე და ვინ დგას რეალურად მის უკან?

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 32 წლის ნინო ვასაძე გახლავთ ცნობილი ბიზნეს-ლედის, სასტუმროებისა და საავადმყოფოების მეპატონის მანანა შარაშიძის ქალიშვილი.

2011 წლის 16 მარტის მდგომარეობით, “ემჯიაიას” საკონტროლო პაკეტი სწორედ მანანა შარაშიძეზე ფორმდება.

თუმცა, “ემჯიაიას” არქივი გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტებს ინახავს და მის დამფუძნებლებს შორის, ბევრად უფრო გავლენიან ფიგურებს ვაწყდებით, ვიდრე ექიმი-პროფესორი მანანა შარაშიძეა.

“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანია “ემჯიაიას” დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ გიორგი (იგივე ჟორიკა) რურუა.

2007 წლის მდგომარეობით, რასაც საჯარო რეესტრის იმდროინდელი ამონაწერი მოწმობს, მისი წილი აღნიშნულ კომპანიაში 30%-ს შეადგენდა. მისი ბიზნესპარტნიორი გახლდათ მანანა შარაშიძის ქალიშვილი ნინო ვასაძე 25%-იანი წილით. ვასილ კავაძე კი, ამ პერიოდში, კომპანიის დირექტორი იყო. ასე შეიკრა სამკუთხედი თბილისის ტელეანძის გარშემო.

გამოდის, რომ ვასილ კავაძე არა მხოლოდ შარაშიძე-ვასაძესთან, არამედ გიორგი რურუასთან დაახლოებული პირიც ყოფილა.

ფაქტია ისიც, რომ ეს “უხილავი” გავლენიანი ხელი მანანა შარაშიძის წარმატებული ბიზნესის ყველა სფეროში იგრძნობა.

გარდა საპატრიარქოს სამშობიაროსი, მის მფლობელობაში შედის პირველი სამშობიაროს ბაზაზე არსებული “მანანა შარაშიძის სამედიცინო ცენტრი”.

თავის დროზე, შარაშიძის მხრიდან პირველი სამშობიაროს შენობის ყიდვას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა, რაც ტენდერის დარღვევით ჩატარებას უკავშირდებოდა. მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შარაშიძისთვის სამშობიაროს 1 000 დოლარად მიყიდვა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ინტერესებში შედიოდა.

მაშინ მხოლოდ ჭორის საფუძველზე საუბრობდნენ იმაზე, რომ შარაშიძის ინტერესებში საპატრიარქოს სამშობიაროს ხელში ჩაგდებაც შედიოდა. კომპანია “ემჯიაის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი, დღეის მონაცემებით, სწორედ მანანა შარაშიძეა.

თუმცა, ამ წარმატებული ბიზნესლედის თვალსაწიერი მხოლოდ საავადმყოფოებით არ შემოიფარგლება.

ვასილ ბოლაშვილის მსგავსად, მანანა შარაშიძეც არაერთი სასტუმროს მეპატრონეა, მათ შორის, ყველასთვის კარგად ცნობილი “ვერე პალასის”.

ყველაზე გახმაურებული ამბავი, რომელიც ამ ქალბატონს უკავშირდებოდა, აწ უკვე დანგრეული სასტუმრო “პოსეიდონის” ირგვლივ ატეხილი სკანდალი გახლდათ. საკმაოდ შელახული რეპუტაციის მქონე სასტუმროს დანგრევას მოსახლეობის ის ნაწილი ითხოვდა, რომელიც “პოსეიდონის” მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამ სასტუმროს ერთ-ერთ მფლობელად მაშინ სწორედ მანანა შარაშიძე სახელდებოდა.

მაშინ, “ახალგაზრდა დემოკრატების” სახელით მოქმედმა საქართველოს ხელისუფლებამ, “პოსეიდონი” ერთ საათში დაანგრია და მადლიერი ხალხის თვალში მორიგი ქულა ჩაიწერა. ეს ამბავი 2006 წლის 17 ნოემბერს მოხდა და ალბათ კიდევ მომდევნო 6 წელი არ გაგვახსენდებოდა, რომ არა თბილისის ტელეანძა და ის ჯაჭვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

ვასილ ბოლაშვილი, ვასილ კავაძე, ნინო ვასაძე, მანანა შარაშიძე და გიორგი რურუა… ვინ არის ანძის რეალური მეპატრონე? მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვინ გადაწყვეტს 30 რადიოსა და 16 ტელეკომპანიის პირობებსა და ტარიფებს?

პასუხი ამ კითხვებზე დღესაც გაუცემელია. სავარაუდოდ, რეალური მმართველები დუმილის უფლებას 2015 წლამდე შეინარჩუნებენ. სწორედ ამ დროს ეწურებათ მათ მართვის უფლება.

მაგრამ 2015 წელს რომელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო უწყების მოვალეობა იქნება ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტზე განვითარებული მოვლენები შეაფასოს? ან რაიმეს გამოსწორება დაგვიანებული ხომ არ იქნება? პასუხის გამცემი ამ კითხვებზე არავინაა.

ტელეანძის “გრიფით საიდუმლო” მფლობელებს წინ მთელი 4 წელი აქვთ.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, სათამაშო ბიზნესზე კომენტარის გაკეთება არ სურს

ნოდარ ხადური: "გაზზე და დენზე ფასები დაიწევს, გადაწყვეტილება მიღებულია!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო