პირველი სხდომა, რომელიც კვირის ბოლოს, მოვლენათა ეპიცენტრში მოექცა, სწორედ ხუროების კაკუნის ფონზე მიმდინარეობდა. მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტის შენობის მეორე კორპუსიდან შემოუშვეს, გვირაბიდან მოუხდათ მთავარ დერეფანში შესვლა. რა თქმა უნდა, გვირაბშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
მოკლედ, გუშინ პარლამენტში მუშები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, პროტესტის გამომხატველები და პარლამენტარები _თავისას.