ხალხმა წერილები თავად წულუკიანს გადასცა, ზოგმა მათგანმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ დღეს რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ რჩება.
_ სამი ოჯახი ვართ: კაძიევა, კიკვიძე და ხელაძე. ახლა აქ ვართ მოსული, ჩვენმა გაჭირვებამ მოგვიყვანა. ბანკის ვალი გვაქვს. დღეს უსახლკაროდ დავრჩებით. ძველ მთავრობას ვთხოვეთ, რომ იქნებ, გრძელვადიანი სესხი მოეცათ, რომ ასეთ დღეში არ აღმოვჩენილიყავით. ყველასთან ვიყავით, სადაც კი შეიძლებოდა, მაგრამ არავინ არ არის ჩვენი პატრონი. ამის შესახებ ახლა წერილი დავწერეთ და თეა წულუკიანს გადავეცით, იმედია, რომ ყურადღებას მოგვაქცევენ, _ გვითხრა კიკვიძემ.
სამივე ოჯახის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ის, რაც საბანკო სისტემაში ხდება გადასახედია და ხალხი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.