არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივესალმებით პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურებას ჩვენ მიმართვაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად ბ-ნი დავით დარახველიძის წარდგენას ეხებოდა.
ბ-ნი ბიძინას გამოხმაურება გვაძლევს იმედს, რომ ახალი მთავრობა იქნება გახსნილი და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მისასალმებელია აგრეთვე, რომ ბატონი დავით დარახველიძე ჩაერთო საჯარო დისკუსიაში და წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები.
ვინაიდან სამინისტროს ხელმძღვანელობას უწევს ურთიერთობა განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებთან, კერძოდ, დევნილებთან, ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან და რეპატრიანტებთან, სამინისტროს ხელმძღვანელობა უნდა გამოირჩეოდეს ჰუმანურობითა და ტოლერანტობით, უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებების, ევროპული ღირებულებების, პირველ რიგში თანასწორობის პრინციპის დაცვას.
გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კოალიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს, ვფიქრობთ ღირებულია ამ საკითხების განხილვა კოალიციის ლიდერთან.
შესაბამისად, სიამოვნებით ვიღებთ შეხვედრის შემოთავაზებას, რათა ვისაუბროთ მომავალი პრემიერისა და მთავრობის ხედვაზე, როგორც აღნიშნული საკითხის, ასევე ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
ხელს აწერენ:
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
საქართველოს პრესის ასოციაცია
საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამოქალაქო საზოგადოებისათვის