_ არაკონსტრუქციულები იყვნენ გუშინ უმცირესობის წარმომადგენლები. დღეს ჩემი გამოსვლის მთავარი მესიჯები იქნება სამართლიანობის აღდგენა და ეკონომიკის აღორძინება. ჩემი გუნდი ძალიან კარგი გუნდია. უმცირესობა რომ აკრიტიკებს მათ, თვითონ როგორი სახელმწიფო ააშენეს, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დარბაზში უკვე იმყოფებიან პარლამენტის წევრები და მინისტრობის კანდიდატები. მედიასთან კახა კალაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარები არ გააკეთეს:
_ კომენტარს, სხდომის დამთავრების შემდეგ გავაკეთებ, _ გვითხრა კახა კალაძემ.
_ მთავარი ის არის, რომ როგორც კი მოხდება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, იმ წუთასვე შევუდგებით მუშაობას, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს სოზარ სუბარმა.