ინფორმაციას ამის შესახებ, “გურია ნიუსთან” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ადასტურებს.
_ მამუკა ლეჟავამ ჩემს მოსვლამდე დაწერა განცხადება, მანამდე შეხვედრაც მქონდა მასთან და ვისაუბრეთ. გუშინ განცხადება დაწერა და წავიდა, _ აცხადებს დავით ნარმანია.
“გურია ნიუსი” მამუკა ლეჟავასაც დაუკავშირდა.
_ ბატონო მამუკა, იქნებ გვითხრათ მიზეზი, რატომ და როდის დატოვეთ თანამდებობა?
_ რატომ გაინტერესებთ? ვის აინტერესებს? რა მნიშვნელობა აქვს, როდის წამოვედი?
მამუკა ლეჟავას 2008 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეჭირა. 2009 წელს, თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ პოსტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის N866 განკარგულების საფუძველზე, ახლად დანიშნული თავმჯდომარე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, თანამდებობის დატოვებას რამაზ ნიკოლაიშვილის კიდევ რამდენიმე კადრი აპირებს.