მერსედესის მარკის ავტომანქანამ, რომელშიც 5 მგზავრი იჯდა, ჯერ ბარდიულს გადაუარა, შემდეგ კი რკინიგზის სადგურის ცენტრალურ კიბეს შეასკდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ქვეითად მოსიარულეც. ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მჯდომი 5 მგზავრი და ორი ფეხით მოსიარულე დაშავდა.
ავტომანქანას ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნოდარ დუმბაძის სიძე მართავდა.