https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“არაპარტიულ საწყისებზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა”

4:10; 31.10.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ფრაქცია “ჩოხატაურმა”, საკრებულოში განაცხადი 15 ოქტომბერს შეიტანა. ახალი ფრაქცია 12 ყოფილ “ნაციონალს” აერთიანებს და მისი ხელმძღვანელი ავთო ბასილიაა.

ერთ-ერთი პირველი, რომელიც “ნაციონალურ” მოძრაობას გამოეყო, მრავალპარტია და ხელისუფლებამოვლილი, “ნაციონალების” ჩოხატაურის ორგანიზაციის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ზაურ ოსეფაიშვილია.

პარტიის დატოვების მიზეზზე ოსეფაიშვილი დღემდე არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნული დაპირისპირების გამო მიიღო.

_ ბატონო ზაურ, ჩოხატაურში თქვენ პირველი ადამიანი ხართ, რომელმაც “ნაციონალები” დატოვა. რატომ?

_ იყო რაღაცა ისეთი, რომელზეც კომენტარს არ ვაკეთებ. პიროვნული იყო. ყველაფერი იცით თქვენ და შემეშვით…

_ თქვენ ხართ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი და კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი ვალდებულებაა… საზოგადოებას აინტერესებს, ასე მალე რატომ შეიცვალეთ იდეოლოგია…

_ მაგ თემაზე ერთადერთ კომენტარს ვაკეთებ _ როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” გადავიდა ოპოზიციაში, ოპოზიციონერობა თავისებურად დიდი მოვალეობაა ადამიანის ცხოვრებაში. ოპოზიციაში ყოფნაც თავისებური მოვალეობაა ასევე საზოგადოების წინაშე. მე ჩავთვალე, რომ ოპოზიციაში ნამდვილად არ უნდა ვიყო.

_ გამოდის, რომ მოვალეობას გაექეცით…

_ კი არ გავექეცი, ჩემი ასაკის გამო მე ამ მოვალეობას ვერ შევასრულებდი.

_ ბატონო ზაურ, თქვენი პოლიტიკური ისტორიის გათვალისწინებით, ალბათ, არ იქნება მოულოდნელი, რომ “ქართულ ოცნებაშიც” გიხილოთ?

_ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში მე თქვენ ვერ მიხილავთ. ეს გადაწყვეტილება მივიღე 5 ოქტომბერს. მე ის კაცი არ ვარ, რომ რაღაც პასუხისმგებლობას გავქცეოდი, ორმაგი თამაში მეთამაშა, რაღაცეები მეკეთებინა, ან საარჩევნო პროცესების დროს რაღაც ისეთი ჩამედინა, შემდეგ შემრცხვენოდა. ამიტომ ხუთ ოქტომბერს ვთქვი, რომ არც ერთ პარტიაში არ ვიქნებოდი. ვიქნები ერთი ჩოხატაურელი და ვარ ასეც. არ მომეწონა ბიუჯეტის პროექტი და არ დავუჭირე მხარი. შეიძლება ფრაქციის წევრებმა, რომლის წევრი ვარ, ეს სხვანაირად ჩათვალეს, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი აზრი ყოველთვის იქნება საკრებულოს სხდომებზე, _ გვითხრა ოსეფაიშვილმა.

ფრაქცია “ჩოხატაურის” კიდევ ერთ-ერთი წევრი, ერეკლე მრელაშვილი სოფელ ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატია. მრელაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალებისთვის” თავი არ დაუზოგავს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას კარდაკარ, თითქმის ყოველღამე აკითხავდა და “ხუთიანის” შემოხაზვას სთხოვდა, “ნაციონალების” ოფისში ანგარიშებსაც აბარებდა. თუმცა, ეს უკვე წარსულია. მერე რა, რომ ეს ყველაფერი ერთი თვის წინ ხდებოდა. ჩოხატაურელი პოლიტიკოსების უმრავლესობის მიერ ნავიდან ნავში გადასვლა ახალი ამბავი არავისთვის არის. მართალია, მრელაშვილი, “ნაციონალი” აღარ არის, თუმცა, როგორც ამბობს ჯერ “ოცნება” არ დაუწყია. სავარაუდოდ, ამის გამო იყო, საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაზუსტდა, რომ წინასაარჩევნოდ შტატების დამატების გამო ბიუჯეტი ამოიწურა, შეკითხვაც კი არ გასჩენია. თუმცა, ჩვენ მიერ დასმული შეკითხვები იმდენად აღიზიანებდა, რომ რეგლამენტის დარღვევაშიც კი დაგვადანაშაულა. მასთან საუბარი, სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

_ ბატონო ერეკლე, თქვენ იყავით ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ჩვენ მიერ კითხვების დასმას ეწინააღმდეგებოდა…

_ არ ვეწინააღმდეგებოდი. უბრალოდ, საკრებულო ამას არ ითვალისწინებს და შეგახსენეთ, რომ რეგლამენტი არ უნდა დაგვერღვია.

_ არ ვარღვევდით რეგლამენტს. კითხვების დასმის უფლება ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვცა. თქვენი რეაქცია კი ნამდვილად გასაკვირი იყო. მაინც რამ გაგაღიზიანათ _ იმის აღიარებამ, რომ წინასაარჩევნოდ დამატებულმა შტატებმა ბიუჯეტი დააცარიელა? ისე, ეს შეკითხვები, თქვენ _ საკრებულოს წევრს რომ დაგესვათ, უკეთესი იქნებოდა…

_ ძალიან კარგი შეკითხვები იყო.

_ თქვენ რატომ არ გიჩნდებათ მსგავსი შეკითხვების სურვილი, რატომ არ დაინტერესდით, რის ხარჯზე გაიზარდა შტატები?

_ მოთხოვნა იყო და დამატდა.

_ ახალ ფრაქციაზე ვისაუბროთ.

_ როგორც იქნა, საინტერესო თემაზე გადავედით…

_ უკაცრავად, მაგრამ, შტატები რომ გაბერილია და ბიუჯეტი რომ ცარიელია, უინტერესო თემაა?

_ რა თქმა უნდა არა. ეს ყველანაირად პრობლემაა.

_ თუკი ასე ფიქრობთ, საკრებულოს სხდომაზე რატომ არ დააფიქსირეთ თქვენი აზრი?

_ რა აზრი უნდა დამეფიქსირებინა?

საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად, მრელაშვილისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, აზარალებს თუ არა მოსახლეობას შტატების ხელოვნურად გაბერვა. მისგან ვერც ის გავიგეთ, რატომ არ დააინტერესდა ამ თემით ხალხის რჩეული დეპუტატი. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტს, თურმე, დაუგეგმავი ხარჯი გამოუჩნდა.

_ ბატონო ერეკლე, ეს დაუგეგმავი ხარჯი იმან ხომ არ გამოიწვია, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდით; მიკროავტობუსებს, რომლითაც ხალხი პრეზიდენტთან შესახვედრად მიგყავდათ, ბიუჯეტის ფულით ქირაობდით, ბიუჯეტით ნაყიდ საწვავს ასხამდით…

_ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ფაქტიურად არ ხდებოდა. პირადად მე ვიყავი ზონის კოორდინატორი. მაქსიმალურად ვცდილობდი, შეხვედრებს საჯარო მოხელე სამუშაო საათებში არ დასწრებოდა.

_ არჩევნების შემდეგ რატომ დატოვეთ “ნაციონალური მოძრაობა”?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, ამ სიტუაციაში ჩოხატაურისთვის მართლაც მეტი სარგებელი იქნება არაპარტიულ საწყისზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა (ეღიმება), რომლებმაც შევქმენით ფრაქცია.

_ ბატონო ერეკლე, ისე გეღიმებათ, რომ, მგონი, თქვენც არ გჯერათ თქვენი სიტყვების.

_ არა. რატომ არ მჯერა? ამას საქმე გამოაჩენს.

_ თქვენი “არაპარტიულ საწყისებზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა” საზოგადოებას უჩენს ეჭვს, რომ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არ უნდათ, რომ ნავი, რომელსაც ფსკერი აქვთ გაბზარული მათი ნავი იყოს.

_ ეს არის არაპარტიული გაერთიანება. ეს მოხდა წმინდად… გამოჩნდება, ეს ფრაქცია რას გააკეთებს ჩოხატაურისთვის.

_ ისევ “ნაციონალი” ხართ?

_ მე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასდროს არ ვიყავი.

_ ზონის კოორდინატორი იყავით, არჩევნების მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ და ახლა ამბობთ, რომ არ იყავით წევრი?

_ მე არ უარვყოფ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ ვთქვა, აი, “ნაციონალების” შტაბში ვიყავი და “ვოცნებობდი”,-მეთქი. ნამდვილად არა. მაგრამ ვამბობ ერთ რამეს _ დადგა რეალობა, რაც დადგა. ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როგორც ქვეყანაში, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში, ხმა მისცა “ქართულ ოცნებას” და მე ყველა ვარიანტში მზად ვარ, ვიდგე ამ ხალხის გვერდში და გავითვალისწინო მათი აზრი.

_ ამდენ ხანს რომ არ ითვალისწინებდით?

_ რატომ არ ვითვალისწინებდი. დამისახელეთ ერთი ფაქტი.

_ თქვენ დამისახელეთ ერთი გათვალისწინებული ფაქტი.

_ ეს იმას არ ნიშნავს, რასაც თქვენ ამბობთ _ სხვის ნავში შეხტაო. არანაირად. მე, პირადად, და ვფიქრობ, ჩვენი ფრაქციის წევრებიც ასე ფიქრობენ, თავს არ ვთავაზობთ “ქართულ ოცნებას”. ჩვენ ჩვენ თავს ვთავაზობთ ჩოხატაურს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დასვამს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ჩავთვლით, რომ ჩოხატაურისთვის იქნება მისაღები და ღირებული დავუჭერთ მხარს, ისევე, როგორც მხარს დავუჭერთ ყველა კარგ გადაწყვეტილებას ინიცირებულს “ქართული ოცნებიდან”.

_ “ნაციონალურ მოძრაობაში” რომ იყავით და არაფერი გახსოვდათ გარდა იმისა, რომ მეტი სარგებელი ჰქონოდათ ჩინოვნიკებს, ეს როგორ აღვიქვათ? ახლა რომ გაგიჩნდათ ჩოხატაურზე ზრუნვის სურვილი? თანაც, თქვენი ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი, რომლითაც ხელფასები გემატებათ, ჩოხატაურელებზე ზრუნავს ნიშნავს?

_ ეს პრეზიდენტის ბრძანებულებაა.

_ და უარის თქმა პრეზიდენტისთვის “თავზე გადახტომას” ნიშნავს?

_ ეს საკითხი იხილება. ჯერ არაფერი დაგვიმტკიცებია.

_ თანახმა ხართ, გქონდეთ ამხელა ხელფასი მაშინ, როცა თქვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი უმუშევარია და უმრავლესობას პურის ფული არ აქვს?

_ ყოველ შემთხვევაში, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დიფერენციაცია მოხდეს. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს საარსებო მინიმუმი. ზოგადად, ხელფასები თუ ყველგან გაიზრდება, ამაში ცუდი რა არის?

მსგავს კომენტარებს აკეთებენ ფრაქცია “ჩოხატაურის” დანარჩენი წევრებიც, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ დიქტოფონთან საუბარი არ სურთ. პირად საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ “ისინი ჩოხატაურელების სიყვარულმა გააერთიანა” და არ გამორიცხავენ, რომ მათი ფრაქციის რიგები მალე კიდევ გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურის საკრებულოში “ნაციონალები” აღარ იქნებიან. ამას არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ყველაფერი არ გადაუწყვეტია;

_ 12 კაცი დარჩა ფრაქცია “ნაციონალებში. თუმცა, ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, რომ წავიდნენ. რაც მეტი ფრაქცია იქნება, რაც მეტი აზრი იქნება, კარგია. მთავარია, ყველამ იმუშაოს ჩოხატაურის კეთილდღეობისა და ქვეყნის წინსვლისთვის. იმას, ვინ სად იქნება მნიშვნელობა არ აქვს (მკითხველს შევახსენებთ, რომ ფრაქციების ხელმძღვანელები ხელფასს, თანაც, გაზრდილოს მიიღებენ. რედ.).

_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩოხატაურის საკრებულოში საკმაოდ დიდი დოზით ყოფილა მედროვე ადამიანები?

_ ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს მათ ჰკითხეთ. მე ასე არ მიმაჩნია. ყველა ადამიანს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება და არ ვიცი, რა ვუწოდო ამას.

_ თქვენ თუ ოცნებობთ?

_ როგორ?

_ ქართულად თუ ოცნებობთ?

_ ოცნებით ყველა ოცნებობს.

_ წინასაარჩევნო პერიოდში ოცნება რომ ცოდვად ითვლებოდა?

_ ადამიანურად ყველა ოცნებობს და რა შუაშია აქ პოლიტიკა? მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი ხალხს, ჩოხატაურელებს და ასე იქნება მომავალშიც. თუ კარგი საქმის გაკეთების სურვილი გაქვს, ამას ნებისმიერი სიტუაციიდან გააკეთებ. ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა იარლიყი გექნება და რომელ პარტიაში იქნები.

_ “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას აპირებთ?

_ არა.

_ ამბობენ, რომ მმართველ პარტიაში მისასვლელ გზებს ეძებს და ლიდერებთან ახლობლების გამოძებნასაც ცდილობსო…

_ ეს ჭორებია.

_ ანუ, ბოლომდე რჩებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთგული?

_ დიახ. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ, რასაც კონსტიტუცია არეგულირებს _ ყველამ უნდა გაიგოს, ვინც ვერ ხვდება. ეს იყო საპარლამენტო არჩევნები და არ ნიშნავს იმას, რომ ერთი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ამით ყველაფერი იცვლება ან უნდა შეიცვალოს. მაშინ არც საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და არც თვითმმართველობის, _ ამბობს ხუნდაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მის სოფელში (საჭამიასერში) დამარცხება, მის უავტორიტეტობაზე არ მეტყველებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"მკურნალიძემ, ღამის ოთხ საათზე, საცვლით გაიყვანა ზვიადი და აწამა..."

დუისში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ჩეჩნები დაკრძალეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდება” _ ვის შეეხება ცვლილება?

12:33; 13.02.2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13.02.2026
სამართალი

“გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანი შვილების მიმართ”

12:20; 13.02.2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13.02.2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

9:59; 13.02.2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

9:46; 13.02.2026
ფინანსები

“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს???”

9:44; 13.02.2026
ზაფრანი

რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები   

9:40; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშნები   

9:38; 13.02.2026
ზაფრანი

ვინ განიცდის ყველაფერს ზედმეტად

9:37; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე გაბედული ზოდიაქოს ნიშნები   

9:34; 13.02.2026
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პოლიციელი დააკავა

9:31; 13.02.2026
სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო