https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სასამართლოებში “გამქრალი” 2 335 212 ლარი _ ლევან ბეჟაშვილის გადამალული აუდიტი

8:11; 11.11.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდით დავუდგე ჩემს კახეთს და კახელებს. ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას…” _ განაცხადა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და ამ დღის შემდეგ, არც გაჭირვებულებს უნახავს ის თვალით და არც მას _ გაჭირვებულები.

პარლამენტში გადაბარგებული ბეჟაშვილს სულ სხვა საზრუნავი გაუჩნდა _ როგორ დაეკომპლექტებინა კონტროლის პალატა “ნაცმოძრაობის” დამარცხებული მაჟორიტარებით და როგორ მოხვედრილიყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრად. მის ამ პოზიციაზე ვერგასვლას კი უმცირესობის მხრიდან სოლიდარული პროტესტი მოჰყვა.

განსაკუთრებულ მხარდაჭერას ლევან ბეჟაშვილს პავლე კუბლაშვილი უცხადებდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ახსოვდა ბეჟაშვილის ფასდაუდებელი სამსახური საერთო სასამართლოების შემოწმებისას. პარლამენტარ პავლე კუბლაშვილის ძმა, კოტე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა, საერთო სასამართლოები კი, სადაც კონტროლის პალატის აუდიტებმა 2 335 212 ლარის დანაკლისი აღმოაჩინეს, სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექვემდებარება. თავად პავლე კუბლაშვილი 2004-2005 წლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახლდათ.

2010 წელი… საერთო სასამართლოების აუდიტი… ბეჟაშვილის ბრძანება

საქართველოს კონტროლის პალატის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის 2010 წლის 7 ივნისის N 61/43, 2010 წლის 12 ივლისის N76/43 და 2010 წლის 16 აგვისტოს N84/43 ბრძანებებით, ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2006-2010 წლების საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის აუდიტი.

საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს კი, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი: განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

აუდიტის ჯგუფს ძველი რევიზორი, რეზო შავიშვილის დროინდელი კადრი, გია ტუხაშვილი ხელმძღვანელობდა. აუდიტორების უმეტესობა შავიშვილის დროინდელი თანამშრომლები იყვნენ, რომელთანაც ბეჟაშვილი არ კონტაქტობდა. მათთან საურთიერთობოდ მის მოადგილეს, თარხნიშვილს გზავნიდა. ამ ძველი აუდიტორებიდან დღეს, კონტროლის პალატაში თითქმის არცერთი აღარ მუშაობს.

თუ რა მოხდა 2010 წელს, ისინი ექსკლუზიურად “გურია ნიუსისთვის” ყვებიან.

სასამართლოებში გამქრალი მილიონები _ პროკურატურისთვის გადასაცემი საქმის დეტალები

კონტროლის პალატის ყოფილი აუდიტორი, სოსო ჩიქობავა, რომელმაც განცხადებას წამოსვლის შესახებ ხელი ნებით არ მოაწერა, სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს. ბეჟაშვილმა მის მიერ გაურკვეველი მეთოდით ჩატარებული ტესტირებით ასე გაათავისუფლა თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელიც მის დავალებებს არ ასრულებდა.

ჩიქობავა პირადად იღებდა მონაწილეობას საერთო სასამართლოების აუდიტში და “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი დანაკლისი საერთო სასამართლოებში, 2 მილიონზე მეტი იყო.

სოსო ჩიქობავა: “აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტორთა ჯგუფმა დაადგინა სასაწყობო მეურნეობაში დიდი ოდენობით დანაკლისის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სააღრიცხვო მონაცემებსა (საბუღალტრო დოკუმენტაცია) და ფაქტობრივ მონაცემებს (ადგილზე, საწყობში არსებული ფასეულობები) შორის სხვაობა შეადგენდა 2 335 212 ლარს.

აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი შეეცადა ფაქტის მიჩქმალვას, რაც იმაში გამოიხატა, რომ აუდიტორთა ჯგუფს წარუდგინეს სრულიად განსხვავებული ბუღალტრული დოკუმენტაცია, რაც არ იქნა მიღებული.”

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამის შემდეგ, უკვე გადასწორებული დოკუმენტაცია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა წერილობით გაუგზავნა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც წერილი გადააწერა მის ქვემდგომ მოხელეებს და საბოლოოდ, გადაეცა აუდიტორთა ჯგუფს, რომელთაც კვლავ არ გაიზიარეს ეს გასწორებული დოკუმენტაცია და ფაქტი ასახეს აუდიტის დასკვნაში; თან აქტშივე მიუთითეს, რომ ისინი ვერ გაიზიარებდნენ ასეთ მასალებს.

სოსო ჩიქობავა: “აუდიტის დასრულების შემდეგ, აუდიტორთა ჯგუფმა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეადგინა ფინანსური აუდიტის აქტი, დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა და სარეკომენდაციო წერილი. წარმოდგენილი მასალების სერიოზულობიდან გამომდინარე, აუდიტორებმა საერთო სასამართლოების დეფარტამენტის ფინანსური საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს. შემდგომი მსვლელობისას, კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა იძულებული გახდებოდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დანაკლისის ფაქტებთან დაკავშირებით, მასალები გადაეცა საქართველოს პროკურატურისათვის და დაეყენებინა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი.”

ლევან ბეჟაშვილმა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, ოღონდ იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ამ შემოწმებაში მონაწილეობდნენ და გადასწორებულ დოკუმენტაციაზე ხელი არ მოაწერეს! მათ შორის გახლდათ ჯგუფის ხელმძღვანელი, გია ტუხაშვილი.

“პირდაპირ მითხრა, კუბლაშვილთან ყველაფერი მოგვარებულია და ტყუილად იკლავ თავსო…”

კონტროლის პალატის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ნოდარ ავლახაშვილი აცხადებს, რომ გია ტუხაშვილი საერთო სასამართლოების შემოწმების პროცესშივე გაათავისუფლეს: “კონტროლის პალატის ისტორიაში არ მომხდარა, რომ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი სამუშაო პროცესის დროს გაეთავისუფლებინოთ. თანაც მაშინ, როცა ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებული იყო. როდესაც გიამ ისეთი რაღაცეები ამოწია, რაც არასასიამოვნო იყო ძმები კუბლაშვილებისთვის, მათ, როგორც ჩანს, დაურეკეს ბეჟაშვილს. ბეჟაშვილის ბრძანებით, დაურეკეს გიას. იმ დღეს, მე და გია ერთად გამოვედით შემოწმებიდან. თქვა, ეტყობა მასალების გაცნობა უნდათო, წამოკრიბა ქაღალდები და წავიდა. ერთ საათში დამირეკა და მითხრა, რომ განცხადება დააწერინეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც კუბლაშვილებს უნდოდათ.”

“გურია ნიუსი” საერთო სასამართლოების აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელს, გია ტუხაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის სწორედ ამ საქმის გამო გამოუშვეს კონტროლის პალატიდან.

გია ტუხიაშვილი: “შემოწმებისას, ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ, მაგრამ ძირითადი ის იყო, რომ დაახლოებით 3 მილიონის დოკუმენტები გაქრა, დაფიქსირდა დანაკლისი. საწყობში ჰყავდათ ადამიანი, რომელიც სასაქონლო ზედნადებს წერდა ერთ ეკზემპლარად. საქონლის შეძენა ფიქსირდებოდა, მაგრამ გაცემა – აღარ. რომელ სასამართლოში რა ინვენტარი დადეს, არსად ფიქსირდებოდა, არც ინვენტარიზაცია ჩაუტარებიათ.

ამ სამი მილიონის ჩამოწერა მოინდომეს ერთ დღეს; მერე რა ქნეს, ეს აღარ ვიცი, გამომიშვეს სამსახურიდან. მე არ დამისრულებია ამ აუდიტზე მუშაობა. ერთ მშვენიერ დღეს, დამიბარეს და მითხრეს, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო. ასე შემომითვალა ბეჟაშვილმა თავისი მოადგილის, თარხნიშვილის პირით…”

“გურია ნიუსის” კითხვაზე, იყო თუ არა მასზე რაიმე ზეწოლა მუშაობის პერიოდში, გია ტუხაშვილმა განაცხადა:

_ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსი, დიმიტრი გეგელია მეუბნებოდა, ტყუილად იკლავ თავს, მაგ საქმიდან არაფერი შედეგი არ იქნება, კუბლაშვილთან ყველაფერი მოგვარებულია და რა აქტიც არ უნდა დადო, არავინ დაისჯებაო.

აუდიტის “პატარა” ეპიზოდი _ ბეჟაშვილის მოადგილე და კუბლაშვილის ფინანსისტი

საერთო სასამართლოების ამ ისტორიაში, კიდევ ერთი მოქმედი პირია, რომელსაც არც ისე უმნიშვნელო ადგილი უკავია აუდიტის მიჩქმალულ საქმეში.

საუბარია ფინანსთა მინისტრის ყოფილ ( ახლა სამინისტროს ვებგვერდზე მისი მოადგილეობა აღარ ფიქსირდება. ავტ) მოადგილეზე, გიორგი კერვალიშვილზე. კერვალიშვილი 2008 წელს ლევან ბეჟაშვილის მოადგილე იყო. უფრო ადრე, 2005 წელს, მაშინ, როცა კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, კერვალიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსი იყო; შუალედში კი, 2006-2007 წლებში, ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ.

კონტროლის პალატის აუდიტორები საერთო სასამართლოებში იმ ორ წელსაც ამოწმებდნენ, როცა მას კერვალიშვილი თავმჯდომარეობდა. შემოწმების პერიოდად 2006-2010 წლები იყო აღებული.

ბეჟაშვილის მოადგილის და კუბლაშვილის ფინანსისტის ყოფილ უწყებაში გამქრალი მილიონების უკან ვინ იდგა, ამაზე აუდიტის იმ დასკვნას უნდა გაეცა პასუხი, რომელსაც “დღის სინათლე” არ ეღირსა.

დარღვეული ვადები, შეჩერებული აუდიტი და “გურია ნიუსისთვის” გაცემული პასუხები…

აუდიტორი სოსო ჩიქობავა ამბობს, რომ მასალები საქართველოს პროკურატურას უნდა გადასცემოდა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო: “ფაქტობრივად, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და აუდიტის აქტის თაობაზე არ განახორციელა “კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონით და “საქართველოს კონტროლის პალატის მუშაობის რეგლამენტით” გათვალისწინებული არცერთი პროცედურა. არსებობს ჩატარებული აუდიტის ფაქტი და შედგენილი აქტი, რომელიც უბრალოდ, გადამალულია.”

წესისა და კანონის მიხედვით, აუდიტის აქტი, აუდიტის ჩატარებისთვის განსაზღვრულ ვადაში დგება, რომელსაც ხელს აწერენ აუდიტის ჯგუფის უფროსი და წევრები. ჱუდიტის აქტს დეპარტამენტის უფროსი გასაცნობად გადასცემს აუდიტის ობიექტს.

აუდიტორების განმარტებით, საერთო სასამართლოების აუდიტის ჩატარებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2010 წლის 30 აგვისტოს. შესაბამისად, აქტიც ამ დროს უნდა შედგენილიყო და ხელმოწერილიყო აუდიტორების მიერ. რის შემდეგაც, ჳასაცნობად გადასცემოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს.

“გურია ნიუსმა” მოთხოვნით, გადმოეცათ ჩვენთვის საერთო სასამართლოების აუდიტის დასკვნა, კონტროლის პალატას 2011 წლის 19 დეკემბერს მიმართა.

კონტროლის პალატის პასუხში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბოტკოველი აწერს, ვკითხულობთ: “კონტროლის პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ჩატარებული აუდიტის მასალები რეალიზაციის პროცესშია…”

სხვათაშორის, ლევან ბეჟაშვილის მეგობარი გიორგი ბოტკოველი, რომელიც კონტროლის პალატიდან პირდაპირ არჩევნებზე აღმოჩნდა “ნაცმოძრაობის” კახეთის კოორდინატორად, ახლა უკვე კახეთის ვიცე-გუბერნატორია…

საერთო სასამართლოების აუდიტი კი, რომელიც ორი წლის უნდა დასრულებულიყო და გადასცემოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გასაცნობად, არავინ იცის ვის უჯრაშია ჩაკეტილი.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რომ არ ჩაბარებია, ამას არც დეპარტამენტი უარყოფს.

“გურია ნიუსი” ამ ამბის გასარკვევად უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით, _ გაეცნო თუ არა საერთო სასამართლოების დეპარტამენტი აუდიტის დასკვნას და იქნა თუ არა აღმოფხვრილი ის შენიშვნები, რაც მათ მიმართ ჰქონდათ.

_ დასკვნა არ არსებობს, იყო მხოლოდ რაღაც დრაფტი, რომელიც თვითონ შეცვალეს და თვითონვე წაიღეს. ხელი არ მოაწერეს და თვითონვე გაითხოვეს უკან, _ ასეთი იყო პასუხი, რომელიც “გურია ნიუსმა” მიიღო.

ეს “ხელმოუწერელი დრაფტი”, სავარაუდოდ, სწორედ ის გადასწორებული დოკუმენტაცია უნდა იყოს, რომელსაც აუდიტორთა ჯგუფმა ხელი არ მოაწერა და რასაც შეეწირა კიდეც მათი თანამდებობები.

სად არის 2 335 212 ლარი და რამდენი “დაიზოგა” რეფორმირებული სასამართლოს ფასადებში, ამას, ალბათ, სათანადო ორგანოები დაადგენენ.

და ალბათ იმასაც, კიდევ რამდენი ასეთი გადამალული აქტია ლევან ბეჟაშვილის დროინდელ კონტროლის პალატაში, რომელსაც დღესაც ვერაფრით გაუგია, რატომ არ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სალომე მახარაძე: "გულწრფელად თანავუგრძნობ ირაკლი ღარიბაშვილს, ის გამოუვალ მდგომარეობაშია..."

ახალდანიშნულ საოლქო პროკურორს 2007 წლის 7 ნოემბრის პოლიტიკურ დაპატიმრებებს ახსენებენ

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო