ზაზა პეტრიაშვილი გურიის პოლიციას დღეს პირველად ესტუმრა და თანამშრომელებს გაესაუბრა. მას დახვდა უკვე ყოფილი შეფი გურამ ჩანტლაძე. ახალმა უფროსმა პოლიციის შენობაში ცოტა ხანი დაჰყო.
ამ ეტაპზე ზაზა პეტრიაშვილმა მედიისადმი ყურადღება არ გამოიჩინა. ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა.
_მე აქაური თანამშრომელი არ გახლავართ, _ გვითხრა მან.
_ვინ ბრძანდებით, არ შეიძლება გვითხრათ?
_აქ მეგობართან ვიყავი ჩამოსული.
_ ვისთან, ბრძანდებოდით? – თუმცა ეს კითხვა მან უპასუხოდ დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და ჩვენთვის უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ზაზა პეტრიაშვილი აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებების განხორციელებას გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ასევე სამივე რაიონულ პოლიციაში.