ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კალიფორნიაში 66-მდე გაიზარდა, 631 ადამიანი კი დაკარგულია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხანძრის ჩაქრობას 9 400 მეხანძრე ცდილობს.
ცნობისთვის, კალიფორნიაში ხანძარს რამდენიმე ადგილას, კვირაზე მეტია, რაც ებრძვიან. ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.