https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოქრუაშვილის საქმე

9:11; 25.11.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად 2004 წლის დეკემბერში დაინიშნა და დაახლოებით 1 თვეში სამინისტრო საკუთარი ნაცნობ-მეგობრებით დააკომპლექტა. გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის რანგში ჩამოაქვეითა და თანამდებობა თავის მეგობარს ლევან ნიკოლაიშვილს, მეტსახელად “რიჟას”გადააბარა.

“სისულელეა იყოლიო გარშემო ისეთი ხალხი, რომლებიც არ არიან შედეგებზე ორიენტირებულნი. უფრო ადვილია, ვინმე ახალი იპოვო და მას შანსი მისცე. შემიძლია ვთქვა, რომ ის ხალხი მოვიყვანე, ვისაც ვენდობი”, _ განაცხადა ოქრუაშვილმა საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას.

ოქრუაშვილმა იერიში თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ბარამიძეზეც მიიტანა და 4 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროში სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ ვითარებას “საგანგაშო” უწოდა.

“თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, არმიის განვითარების ფონდის უფროსი აკაკი ჩხენკელი, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭელიძე, გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ამირან ხიდაშელი. მინდა, რომ ეს ხალხი ერთი თვის ვადაში ციხეში ვიხილო”, _ განაცხადა მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ამ ჩინოვნიკებმა “ქართული არმია კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე ვარდების რევოლუციამდე იყო”.

საპასუხოდ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელსაც იმჟამად ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც აშკარად დაინახა გუნდის რღვევის საფრთხე, ბარამიძე და ოქრუაშვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ რაიმე დაპირისპირებას მთავრობის შიგნით არ დაუშვებდა

ირაკლი სესიაშვილის ასოციაციამ “სამართალი და თავისუფლება”, თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგი გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ მინისტრი ოქრუაშვილი ერთპიროვნულ მართვაში, არასწორ საკადრო პოლიტიკასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა: “მის გარეშე კი არც ერთი საკითხი არ წყდება სამინისტროში, დაწყებული ლიფტების ელგაყვანილობით, დამთავრებული ცალკეული ნაწილების ოცმეთაურის დანიშვნით. ეს მართლაც მისი კომპეტენციაა, თუმცა, ძნელი სათქმელია რამდენად კომპეტენტურია მისი გადაწყვეტილებები, თუნდაც, სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკაში, როდესაც ის ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და არც კი ეკითხება გენერალური შტაბის ხელმძღვანელს. მისი საკადრო დანიშვნებიც ნაცნობებს შეეხოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთგულ კოლეგებს, რომელთაც სამხედრო საქმის ცოდნა, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ; დაახლოებით 60 “პოლიციელი” დაინიშნა სამინისტროსა და გენშტაბის წამყვან თანამდებობებზე; მეტიც, მოსალოდნელია, რომ “წმენდა” ამით არ დამთავრდეს და დათხოვნები მთელ გენშტაბსაც შეეხოს. რაც შეეხება რემონტებსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს, გამონაკლისი, ამ მხრივ, ახალი მინისტრიც არ ყოფილა, თუმცა, მას გემოვნება უკეთესი აღმოაჩნდა,” _ ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

ოქრუაშვილის მინისტრობის დროს არაერთი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან, უმეტესობას მოტყუებით დააწერინეს განცხადება და ყოველგვარი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე დატოვეს ქუჩაში.

ოქრუაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ

ირაკლი ოქრუაშვილს პრობლემები არასამთავრობო სექტორთანაც შეექმნა. ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ის საგურამოს სამხედრო ნაწილში მომხდარი ინციდენტის გამო გააკრიტიკეს.

სამხედრო ოფიცერმა გელა ლომსაძემ ახალწვეული არკადი კუკავა ნახევრად გააშიშვლა და აიძულა მთელი ღამის განმავლობაში ემორიგევა. ჯარისკაცი ფილტვების ანთების დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ლომსაძეს ლოთობასა და ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ოქრუაშვილმა ის თანამდებობაზე დატოვა მინისტრის მტკიცებით, ლომსაძე კუკავას ინციდენტის დროს სამხედრო ნაწილში დისციპლინას იცავდა.

თავდაცვის მინისტრის კრიტიკა ნელ-ნელა უცხოურმა გამოცემებმაც დაიწყეს. 2005 წლის აპრილში “ევრაზიანეტი” წერდა, რომ ოქრუაშვილმა “სამხედრო დაწესებულებებზე სამოქალაქო კონტროლის დამყარებაში ადრე მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხა”

გაუმჭვირვალე შესყიდვები

“კიდევ ერთ პრობლემას თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის განცხადებით, თავდაცვის სფეროს დაფინანსება ცოტა ხნის წინ გაიზარდა და ამჟამად 317 მილიონ ლარს შეადგენს. თავდაპირველად, თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 137 მილიონი ლარი იყო ჩადებული.

ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებელი აცხადებს, რომ თანხების ზრდას არ მოჰყოლია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა.

“მინისტრის ხელმისაწვდომობა თანხებზე შთამბეჭდავია”, _ აცხადებს ერთ-ერთი უცხოელი სამხედრო მრჩეველი. “თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ხარჯავს თანხებს. არ არსებობს დაგეგმვა, არ არსებობს შესყიდვების ჩამოყალიბებული პროცესი,” _ წერს “ევრაზიანეტი”

2005 წელს შეიარაღებულ ძალების დაფინანსების სამი წყარო არსებობდა: სახელმწიფო ბიუჯეტი, არმიის განვითარების ფონდი და სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდი.

არმიის განვითარების ფონდი, ხელისუფლების განმარტებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ბიზნესმენების მიერ ფინანსდებოდა. თუმცა, მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ ფონდი რეალურად საპროცესო შეთანხმებებიდან შემოსული ფულით ივსებოდა.

ფონდიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე ამტკიცებდა, რომ 2005 წელს ფონდში 12 მილიონი ლარი შევიდა, ნიკა რურუას ინფორმაციით კი ეს თანხა 93 მილიონი იყო.

თავად მინისტრი ოქრუაშვილი კი აცხადებდა, რომ არმიის განვითარების ფონდიდან 2005 წელს 32 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.

2005 წლის ბოლოს ოპოზიციამ თავდაცვის მინისტრი ღიად დაადანაშაულა გაუმჭვირვალე ხარჯვისა და შესყიდვების პოლიტიკის გამო.

ოქრუაშვილმა პირობა დადო რომ რომ პროცესს გაასაჯაროებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც შესყიდვები დასრულდებოდა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო დაგეგმილ შესყიდვებზე წინასწარ საუბრისაგან თავს იკავებს, “რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დაბრკოლებები, რადგანაც ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი ავისმოსურნე მეზობელი ძალიან უხეშად ჩაერია ჩვენი შესყიდვების პროცესში მისი ჩაშლის მიზნით”.

ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ეწ “მკვდარი სულების” თემასაც უკავშირდება.

გაირკვა, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში” მოხვედრილი 600 სამხედრო მოსამსახურე საერთოდ არ ირიცხებოდა ბრიგადის ოფიციალურ სიაში. ოქრუაშვილმა “მკვდარი სულების “არსებობა”, პროცედურულ დარღვევებს მიაწერა, რასაც 2002 წელს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს, პროგრამის დასაწყისში, ჰქონდა ადგილი.

“უმოქმედო” ჯავშანტექნიკის შესყიდვა

უკრაინიდან უმოქმედო ჯავშანტექნიკის შესყიდვა კიდევ ერთი სკანდალია, რომელიც ოქრუაშვილის სახელს უკავშირდება. მინისტრის მტკიცებით, 40-დან 38 მანქანა შესყიდვის მომენტშივე იყო მწყობრიდან გამოსული, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო წრეში სულ სხვა ვერსია გავრცელდა. კერძოდ, ივნის-ივლისში ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ერთთვიანი სამხედრო წვრთნა “ჯავშანი-2005” მიმდინარეობდა.

ერთ საღამოს უკრაინიდან ჩამოყვანილი ახალთ-ახალი ჯავშანმანქანები, მოტორში ზეთის ჩამატების გარეშე დაქოქეს და ეწ. “ტანკებით გონკაობა” მოაწყვეს. ერთ-ერთ ჯავშანმანქანას როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, შეზარხოშებული მინისტრი მართავდა.

“არაყი რომ გამოელიათ, ერთი სამხედრო სოფელში გაგზავნეს. უთხრეს, ფეხით ამოსვლა დაგაგვიანდება და ტანკით წადიო. იმანაც ახალი ჯავშანმანქანა გამოაგორა და არყის საყიდლად წავიდა,” _ ამბობს ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი “გურია ნიუსთან” საუბარში.

მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესყიდვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თავდაცვის სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანიც დააკავა.

“ამ ხარვეზების აღმოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინელი ექსპერტები მოვიწვიეთ. მათ დაადასტურეს, რომ ეს საქარხნო წუნები იყო. უკრაინაში უკვე მზად არის სათადარიგო ნაწილები მათ აღსადგენად. ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარე თავისი ხარჯებით აპირებს აღჭურვილობის შეკეთებას, ადასტურებს, რომ მანქანები უმოქმედო იყო შესყიდვის დროს”, _ განაცხადა ოქრუაშვილმა.

11 ნოემბერს, კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იური ეხანურო საკუთარ კოლეგა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრისას ჯავშანტექნიკის საკითხსაც შეეხო.

“როგორც მე ვიცი, ეს ჯავშანტექნიკა ჟიტომირის ქარხანაში იყო დამზადებული და რადგანაც იქ მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი, რომ იქ საკმაო პასუხისმგებლობის მქონე პირები მუშაობენ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრების ჩარევის გარეშე გადაწყდება”, _ განუცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ცნობილი ფაქტია ისიც, რომ უკრაინიდან იარაღის შესყიდვა უშუალოდ მინისტრის ბიზნესინტერესებში შედიოდა.

“არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინიდან შემოყვანილი ტექნიკა დაბალი ხარისხის იყო, რადგან ჩემი ინფორმაციით საუბარი იყო არა 10%-იან “ატკატზე”, როგორც ეს ოქრუაშვილამდე იყო დაწესებული, არამედ 40%-იანზე. ლოგიკურია, რომ უკრაინის მხარე დაბალ ფასად საუკეთესო ხარისხის ტექნიკას არ გაყიდდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძალიან მაღალ ფასად ყიდულობდა მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის ტექნიკას. თუმცა, იმის მტკიცება, რომ ჯავშანმანქანები თავიდანვე მწყობრიდან იყო გამოსული, მტკნარი სიცრუეა,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბარში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.

პარლამენტის ნდობის ჯგუფში, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით შეიქმნა, შედიოდნენ: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, მისი მოადგილე ნიკა რურუა და დეპუტატები უმრავლესობიდან _ დავით კირკიტაძე და ბესარიონ ჯუღელი. ჯგუფი, როგორც წესი, დადებითად აფასებდა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას და არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

“არმიის განვითარების ფონდმა იმუშავა ძალიან სასარგებლოდ, ზედმეტი ხარჯი აქედან არ არის გასული. ყველა შესყიდვა არის გახორციელებული მინიმალურ ფასებში და პრეტენზია ნდობის ჯგუფს ფონდის საქმიანობასთან არ გააჩნია”, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 2004–2006 წლებში, ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში, არმიის განვითარების ფონდიდან დახარჯულია 26 102 261 ლარი, აქედან ყველაზე მეტი მოხმარდა სენაკის სამხედრო ბაზას – 8 977 500 ლარი, ხარჯებში გაწერილია ასევე ავტომობილები, კომპიუტერული ტექნიკა, ყაზარმების გარემონტება.

ბრალდებები ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ

2007 წლის 3 ოქტომბერს, ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებიდან 1 კვირის თავზე გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა, რაზედაც ნდობის ჯგუფი თვალს ხუჭავდა.

ოპოზიციამ ნდობის ჯგუფის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, თუმცა, პროკურატურა ამ ამბით არ დაინტერესებულა.

საქმის მასალების მიხედვით, ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვავის მოწოდებაზე გაფორმებული უკანონო ხელშეკრულების საფუძველზე ბიუჯეტმა 205 ათას 500 დოლარით იზარალა.

2006 წლის 27 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა იასონ ჩიხლაძემ ვირჯინიის კუნძულებზე (ოფშორულ ზონაში) რეგისტრირებულ კომპანიასთან “AG Transport and Development” 4 ათასი ტონა საავიაციო ნავთის თურქმენეთიდან მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით 2 მლნ 903 ათასი ამერიკული დოლარი.

“კონტრაქტში მოწოდებული 1 ტონა საწვავის ფასად 725,7 ამერიკული დოლარი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც იმ დროისთვის საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 671,2 აშშ დოლარს შეადგენდა, _ განაცხადა იმ დროინდელმა გენერალურმა პროკურორმა გვარამიამ, _ ამასთანავე, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს უკვე ჰყავდა ბენზინის მომწოდებელი კონტრაქტორი ფირმა შპს “ავიასაწვავსერვისი”. შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი ობიექტური საბაბი ახალ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებისათვის. მით უფრო, რომ ამ პერიოდში შპს “ავიასაწვავსერვისს” იგივე საწვავი, იმავე ქვეყნიდან – თურქმენეთიდან, შემოჰქონდა 1 ტონა 675 ამერიკულ დოლარად”.

გვარამიას განცხადებით, ამ ოფშორულ კომპანიასთან კავშირი ჰქონდა ოქრუაშვილის ახლო მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რასაც მისი დაცვის უფროსის დავით ველიჯანაშვილის ჩვენებები ადასტურებს.

პროკურატურა ოქრუაშვილს კიდევ ერთ ეპიზოდში დასდო ბრალი _ საქმე ეხებოდა ქიბარ ხალვაშის სამშენებლო ფირმასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს სწორედ ეს კომპანია შეასრულებდა

“2005 წლის იანვარში იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი დაუკავშირდა თავის უახლოეს მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რომელსაც შეუთანხმდა მისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, დაეფუძნებინათ სამშენებლო პროფილის საწარმო, რომელთანაც იგი გააფორმებდა ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობითი სამუშაოების შესასრულებლად”. ამ გარიგების ფარგლებში, აცხადებს პროკურატურა, ხალვაშის კომპანიამ 140 მლნ ლარის სამუშაოები შეასრულა,” _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაში მისი დადანაშაულება ოპოზიციის ერთმა ნაწილმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა, ბრალდებები თავად ოქრუაშვილმაც უარყო.

2005 წელს, “ჯორჯიან თაიმსმა”ოქრუაშვილი საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეთა სიაში შეიყვანა 250 მილიონი დოლარით. ამ ფონზე ოქრუაშვილის ფინანსური დეკლარაციები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება .

დღეისათვის ოქრუაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმე ოთხ ეპიზოდიანია _ საუბარია 2011 წლის მაისში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნაზე, სამსახურეობრივ გულგრილობაზე, ფულის გათეთრებასა და ქრთამის აღებაზე, რომლისთვისაც მას დაუსწრებლად მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

“ირაკლი ოქრუაშვილი არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა,” _ განაცხადა სააკაშვილმა ყოფილი თადაცვის მინისტრის სკანდალური განცხადების შემდეგ, თუმცა, სავარაუდოა რომ ბაჩო ახალაიას შემდეგ მან აზრი შეიცვალა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გადადგება თუ არა წლის ბოლომდე ლელა იმედაშვილი

სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნული პოლიტპერსონა _ "გურია ასეთ "ექსპერიმენტს" არ იმსახურებს!"

ყველა სიახლე

სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17.02.2026
საზოგადოება

სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით – რა ცლილებებზე საუბრობს მინისტრი

11:07; 17.02.2026
საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელთა რეგისტრაციებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

10:39; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო