https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვიცე-გუბერნატორის პირველი ვრცელი კომენტარი ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ

20:11; 28.11.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი სოსო ჩიქობავა 25 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოსთან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

სოსო ჩიქობავა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხშირად გვსტუმრობდა და იყო ჩვენი არა მხოლოდ რესპონდენტი, არამედ კონსულტანტი და მრჩეველი.

“გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, რომელიც კონტროლის პალატაში არსებულ სამართალდარღვევებს ეხებოდა, სწორედ მისი დახმარებით და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სოსო ჩიქობავასგან მივიღეთ, გახლდათ იმ ვიდეოფაილის დეტალების აღწერა, რაც მას გააჩნდა. მოწერილ წერილში ის იტყობინებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით, თავს იკავებდა ამ მასალის გამოქვეყნებისგან.

_ მაქვს ერთი ჩანაწერი, თუ გადავწყვიტე ამის გამოქვეყნება, თქვენ გადმოგცემთ, _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.

მან ამ ვიდეოჩანაწერის გადმოცემა ვერ მოასწრო. თუმცა, ვორდის ფაილით გამოგზავნილ წერილში, სახელწოდებით 123.docx დეტალურად აღწერა ამ ვიდეოჩანაწერის შინაარსი.

“ფაილს გამოვუშვებ ვიდეოფაილის აღწერაა“, _ ეს მონაწერიც მას ეკუთვნის.

წერილს, რომლის ვიდეოვერსიის გადმოცემა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო, “გურია ნიუსი“ სტილის სრული დაცვით გთავაზობთ.

სოსო ჩიქობავა: “ვიდეო ფაილზე ჩაწერილია საუბარი კონტროლის პალატის თავმჯდომარის აპარატის უფროსთან და ლევან ბეჟაშვილის უახლოეს მეგობარ გიორგი ბოტკოველთან (ამ არჩევნებში იყო ნაცმოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი კახეთის მხარეში).

ამ ვიდეოს ჩაწერამდე 10 დღით ადრე გამომიძახა გიორგი ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები იმის თაობაზე, რომ მე 700 აშშ დოლარი გადამეხადა იმ ადამიანისთვის, ვისი ვალიც, მისი თქმით ჰქონდა ჩემს სიდედრს, რომელიც უკვე 3 წელი იყო თვალითაც არ მენახა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა განმიცხადა, ლევან ბეჟაშვილს ამის თაობაზე თხოვა ბეჟაშვილის და მისი მეუღლის ესმა არღვლიანის მეგობარმა თამარ ყაჯრიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიშა მაჭავარიანის თანაშემწეა. თამარ ყაჯრიშვილის განმარტებით, მისი დედის _ მზია ბუკიას ვალი ჰქონია ჩემს სიდედრს.

მე თავიდანვე განვაცხადე, რომ სიდედრთან წლებია არ მქონია არანაირი კომუნიკაცია და საერთოდ ეს ჩემი საქმე არ იყო ვის, ვისი ვალი ჰქონდა. რამოდენიმე დღის მერე კვლავ დამიძახა ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები: საერთოდ არ მაინტერესებს ეხება თუ არა ეს ვალი, როგორც უნდა ისე იშოვოს და გადაიხადოს, თუ არა და მერე თავის თავს დააბრალოსო“.

ამის შემდეგ გადავწყვიტე მეთამაშა შეშინებულის როლი და ჩამეწერა გამოძალვის მთელი პროცესი. სამწუხაროდ, თამარ ყაჯრიშვილი ვერ დავითანხმე შეხვედრაზე და მხოლოდ ბოტკოველთან შეხვედრის ჩაწერაღა მოვახერხე.

რაც შეეხება თავად ვიდეოს, ის ჩაწერილია ბოტკოველის კაბინეტში. საუბრისას ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ჩემს ცოლის დას მეილი გაუგზავნია თამარ ყაჯრიშვილისთვის და მოუთხოვია ჩემთვის, როგორც ამ საქმესთან არანაირი კავშირის არ მქონესთვის თავი დაენებებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბავს წერილობით მისწერდა პარლამენტის ყველა დეპუტატს. ამის შემდგომ თამარ ყაჯრიშვილმა წერილი აჩვენა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც დაურეკა გიორგი ბოტკოველს და მოსთხოვა გაერკვია ჩემი ვინაობა და რაიმე ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე. ამ ყველაფერს მე ბოტკოველი მეუბნება და დაფიქსირებულია ვიდეო ფაილში.

ვიდეოში ბოტკოველი ახსენებს ლევან ბეჟაშვილს, რომ მან უკვე მოიკითხა ჩემი ამბავი და ვიდრე კიდევ უფრო გაფუჭდება ჩემი სიტუაცია დროზე გადამეხადა თანხა.

ვიდეოში ბოტკოველს ვაჩვენე თანხა 400 აშშ დოლარი, რომელიც თამარ ყაჯრიშვილის დედისთვის უნდა მიმეცა, რის შემდეგაც შეხვედრა დასრულდა.

რაც შეეხება თანხის წარმომავლობას, ეს თანხა მე გადმომცა თბილისში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სქიიღუმენია ელისაბედმა (ორლოვა). მან როცა ჩემი მეუღლისგან შეიტყო, რომ ვაპირებდი ფიზიკურად გავსწორებოდი ბეჟაშვილს და ბოტკოველს, დამიბარა და თანხა საჩუქრად გადმომცა და მთხოვა იმ არაკაცების სურვილი შემესრულებინა და დააყოლა, რომ ღმერთზე უფრო დიდი მსაჯული არ არსებობს და და სამართალიც აღსრულდებაო“, _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.

ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” გიორგი ბოტკოველს, რომელიც ამჟამად კახეთის ვიცე-გუბერნატორად მუშაობს, შეხვდა და კომენტარი სთხოვა. მანამდე, 27 ნოემბერს, ბოტკოველი “მეცხრე არხთან”  კომენტირებისას სულ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: “მე რაღაც არასერიოზული მგონია ეს ახლა…თავს შევიკავებ და ბოდიშს მოგიხდით, რა“...

ამჯერად, “გურია ნიუსთან“ გიორგი ბოტკოველმა ვრცელი კომენტარი გააკეთა. ტექსტის ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გთავაზობთ მთლიან ჩანაწერს საუბრის სტილის სრული დაცვით:

_ უაზრობაა რა, უბრალოდ, უაზრობაა… დაასაფლავონ ეს კაცი… ძალიან შეწუხებული ვართ ყველა…

_ წერილში, რომელიც სოსო ჩიქობავამ გამოგზავნა და აღწერა მის ხელთ არსებული ვიდეოფაილი, თქვენ გახსენებთ და ამიტომ, საინტერესოა თქვენი კომენტარი. იცნობდით სოსო ჩიქობავას?

_ ვიცნობდი, ძალიან კარგად ვიცნობდი და ძალიან ახლოს ვიყავი. კი, ბატონო, გეტყვით… დიდ პატივს ვცემდი. ერთად ვმუშაობდით. რომ მივედი, იქ მუშაობდა. საახლობლო, საერთო მეგობრები გამოგვიჩნდა… უბრალოდ, ადამიანის დანაბარები გადავეცი. გოგონა შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი თანამშრომლის ცოლისდას და სიდედრს ვალი აქვს და იქნებაო ან მოსვლა მინდა, ან დაველაპარაკოო. ვუთხარი, მე გადავცემ-მეთქი. წესიერი ადამიანია და მოსვლას და ასე დალაპარაკებას, ჯობია, მე გადავცემ-მეთქი.

_ ამ გოგონას ვალი ჰქონდა?

_ გოგონას დედის, როგორც ამ გოგონამ მითხრა. ეს გადავეცი. მე მგონი, ამით კეთილი ჟესტი გამოვიჩინე, რომ ადამიანს ვუთხარი, ეს პრობლემა არსებობდა.

_ ის ამბობდა, რომ ლევან ბეჟაშვილის დავალებით თხოვდით მას თანხის გადახდას…

_ არა, ლევანი რა შუაში იყო საერთოდ. იმ გოგონას როგორც მე ვიცნობ, ისე იცნობს ლევან ბეჟაშვილი. ის გოგონა პარლამენტში მუშაობს. დღესაც იქ არის – თამარ ყაჯრიშვილი… მან მითხრა, თქვენთან მუშაობს ეს ადამიანი და იქნებ, გადასცეთო.

_ ის ვერ ხვდებოდა?

_ ვერ ვნახულობთ მის სიდედრს და ცოლისდას და იქნებ, გადასცეთო. სოსოს რომ დაველაპარაკე, მითხრა, ისინი მეც კარგა ხანია არ მინახავს, რაღაც პრობლემები აქვთ მაგ მიმართულებითო.

_ ვალები აქვთო?

_ ჰო, ჰო და გადავცემ მათო.

_ სოსო “გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში ამბობდა, რომ სიდედრთან და ცოლისდასთან შეხება არ მაქვს და თანხის გადახდას არ ვაპირებო…

_ ჰო, ეს მითხრა მეც. დიდი ხანია ისინი არ მინახავს, მაგრამ შევეცდები, გავაგებინოო. ეს იყო ჩვენი საუბარი.

_ ლევან ბეჟაშვილის დავალებით თანხის მოთხოვნაზე…

_ როგორც მე ვიცნობ იმ გოგონას, ისე იცნობს ლევან ბეჟაშვილი. პარლამენტში მუშაობს. მან დამაბარა და გადავეცი ამ ცხონებულს.

_ ანუ თქვენ არ გითქვამთ, რომ ლევან ბეჟაშვილი მოითხოვდა ამ თანხის გადახდას?

_ არა, მე ვუთხარი, რომ პარლამენტში მე და ლევანი ერთად ვიყავით, როცა ეს გოგონა შეგვხვდა და გვითხრა-თქო… უბრალოდ, შენთვის, რომ რამე ამბავი არ ატეხონ მერე ჩვენთან სამსახურში და შენს რეპუტაციას…

_ ანუ, თქვენ უთხარით, რომ ლევანის თხოვნაც არის, რომ თანხა გადაიხადოსო?

_ კი, კი, იგივე იყო, ერთად შეგვხვდა ეს გოგონა და გვითხრა-მეთქი… მე თითონ ძალიან შეწუხებული ვიყავი…

_ ანუ მუქარის ტონით არ გისაუბრიათ?

_ არა, ეხლა, ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რა ვიცი, ახლა, ან მე რატომ უნდა მქონოდა; არც მისი უშუალო ხელმძღვანელი ვიყავი… კარგად ვიცნობდი როგორც თანამშრომელი. კადრების სამმართველო ჩემს დაქვემდებარებაში იყო და აუდიტორებთან უშუალო შეხება მქონდა… კარგად ვიცნობდი და დანაბარები გადავეცი. პირიქით, მე სიკეთე მინდოდა ამ ადამიანისთვის.

_ ანუ, თქვენ არ გითქვამთ, რომ ლევანის კატეგორიული მოთხოვნა და მუქარაა… უბრალოდ, უთხარით, რომ თქვენი და ლევანის სურვილი იყო ამ გოგონას დედისთვის თანხა უკან დაებრუნებინათ მისი ოჯახის წევრებს?

_ კი, კი, მაგრამ მან მითხრა, რომ სიდედრ-სიმამრთან შეხება არ მაქვსო.

_ ამას ამბობს “გურია ნიუსისთვის“ გამოგზვნილ წერილშიც…

_ კი, რაც წერია, რომ სიდედრ-სიმამრთან შეხება არ მაქვსო…

_ რაც “გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერია, სწორია?

_ არა, იქ წერია, რომ თითქოს… არა, ის არ უწერია, რომ მე მუქარა… თითქოს, მე ერთხელ დაველაპარაკე. მართლაც მეორედ მითხრა, რომ უკვე რაღაც ვქენიო, არ ვიცი დაუკავშირდა თუ რა და უხდიან იმ ვალსო; ეს მითხრა.

_ როგორც ვიცი, გარკვეული ნაწილი გადაიხადეს…

_ არ ვიცი, ვალი ვის ვისი ჰქონდა ჩემი პირადი საქმე არ იყო. მე, უბრალოდ, გადავეცი ადამიანს დანაბარები.

_ ამისთვის საგანგებოდ არ შეხვედრილხართ?

არა, არა…

_ უბრალოდ შეხვდით შემთხვევით და გადაეცით დანაბარები?

_ კი, ეხლა, ოთახში ვიყავით; ჩემთან ოთახში ძალიან ბევრჯერ შემოსულა სოსო და ძალიან ბევრი ადამიანი შემოსულა…

_ ეს როდინდელი ამბავია?

_ მე უკვე 8 თვეა კონტროლის პალატაში აღარ ვმუშაობ… მანამდე… შეიძლება წელიწადზე მეტია. ზუსტი დრო არ მახსოვს.

_ ის ამბობდა, რომ შეხვედრის ფარული ჩანაწერი ჰქონდა…

_ გამორიცხულია, გამორიცხულია…

_ არ ექნებოდა?

_ არ ვიცი, შეიძლება ჩვენი საუბრის ჩანაწერი რამე ჰქონდა, მაგრამ ჩანაწერშიც იგივე იქნება, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით.

_ ჩვენ ეს ჩანაწერი არ გვაქვს, მაგრამ გვწერდა და ამბობდა, რომ თქვენი შეხვედრის  ჩანაწერი აქვს…

_ იგივე იქნება ამ ჩანაწერშიც, რასაც ახლა მე გეუბნებით…

_ ანუ, თუ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, არაფრის გეშინიათ?

_ არანაირად… უბრალოდ, მე ძალიან შეწუხებული ვარ იმ ადამიანს გარდაცვალებით, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი და ჩვენ პირადად კარგი ურთიერთობა გვქონდა, – ამბობს გიორგი ბოტკოველი “გურია ნიუსთან” საუბარში.

( რადიო “ჰერეთის” ფოტო)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მკვლელობა ეკლესიის ეზოში _ ბრალდებულის გამოშვება 2000 ლარიანი გირაოთი მოითხოვეს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომა მწვავე განცხადებების შემდეგ დატოვა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო