მასალა: 500 გრამი თევზის ფილე; 1 თავი ხახვი; 1 ცალი სტაფილო; 1 ცალი კარტოფილი; 2 კბილი ნიორი; 70 გრამი თეთრთავა კომბოსტო; 1 ცალი კვერცხი; მწვანილი; მარილი, წიწაკა – გემოვნებით; სანელებელი თევზისთვის (თუ გსურთ); საფანელი (დაფქული ორცხობილა).
მომზადება: ფილე და ბოსტნეული გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი საფანელი, კვერცხი, დაჭრილი მწვანილი, წიწაკა, მარილი და კარგად აურიეთ. მიეცით კატლეტებს ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ცხელ ცხიმში, საშუალო ცეცხლზე, მზადყოფნამდე.