https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაკარგული იარაღი და უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილი ორი ადამიანი

3:12; 18.12.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალური ინფორმაციით, ცინცაძის სახლის საქათმიდან _ “გეკო” ამოიღეს და, ბრალი იარაღის შენახვის ბრალდებით წაუყენეს. იმ დროს, ცინცაძე “რესპუბლიკური პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო და იგი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს.

ცინცაძემ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით 14 ნოემბერს მიმართა, თუმცა, მისი ადვოკატი, ჯაბა ზერეკიძე დეტალებზე ჯერ არ საუბრობს. მით უმეტეს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა: _ ჩვენ, ჯერ-ჯერობით, მთავარი პროკურატურისგან ველოდებით რეაგირებას განცხადებაზე, რომლითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამუკა ცინცაძემ მთავარ პროკურატურას მიმართა 2012 წლის 14 ნოემბერს. სამწუხაროდ, აღნიშნულ განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და ამდენად, ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გასაჯაროებისგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა ცინცაძე ჯერ-ჯერობით თავს იკავებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზერეკიძემ.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გვითხრეს, საქმეების გადახედვის მოთხოვნით, ყოველდღე ათეულობით განცხადებები შედის და მათი რაოდენობა ამ დროისთვის 7 000-ს აჭარბებს. შესაბამისად, განცხადებებზე პასუხების გაცემა გვიანდება: _ თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე საქმე უყურადღებოდ დარჩება და განმცხადებელს პასუხი არ ეცნობება, _ დაგვიზუსტეს გენერალურ პროკურატურაში.

სანამ პროკურატურა ცინცაძის საქმეს ხელახლა გადახედავს, მანამდე ამ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ირკვევა. რამდენიმე დღის წინ, “გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ იარაღი, რომელიც მამუკა ცინცაძის საქათმის ბუდეში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დასკვნის თანახმად, იდენტურია სოფელ ვანზომლეთის სკოლაში 1992 წელს დაკარგული იარაღისა. უფრო დაზუსტებით კი, ორივე იარაღის ნომერი ერთი და იგივეა. გავარკვიეთ ისიც, რომ სკოლიდან იარაღის მოპარვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ამავე სკოლის მოსწავლე გოჩა თავაძე იყო, რომელიც დღეს ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილეა. ცინცაძის დაკავების დროს, თავაძე იმავე თანამდებობაზე მუშაობდა. ეს ინფორმაცია თავაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა და აღნიშნა, რომ 15 წლის ბავშვი სეიფის გატეხვას და იარაღის მოპარვას ნამდვილად ვერ შეძლებდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში თითქმის ყველა უფროსკლასელი დაიკითხა.

თავაძის კომენტარში რამდენიმე უზუსტობა ჩვენ მარტივად დავაზუსტეთ _ იმ დროს გოჩა თავაძე არა თხუთმეტის, არამედ 17 წლის იყო. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას ვანზომლეთის სკოლის ყოფილი დირექტორი, სიმონ ჯაშიც ადასტურებს. ყოფილი დირექტორი გამორიცხავს, რომ ამ საქმეში მონაწილეობას მოსწავლეებიც იღებდნენ, თუმცა დასძენს, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულმა ფაქტებმა ბევრი ეჭვი გაუჩინა: _ ის, რომ მამუკა ცინცაძის სახლში აღმოჩენილი იარაღი ჩვენს სკოლაში დაკარგული იარაღის იდენტური იყო, “გურია ნიუსით” გავიგე. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში პოლიცია იყო გარეული _ სხვა არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო! აბა, საიდან აღმოჩნდა ის იარაღი ცინცაძესთან?! _ აღნიშნავს ჯაში და გამორიცხავს, რომ ამ გახმაურებულ ქურდობაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ მიღებული.

სკოლის ყოფილი დირექტორი იხსენებს, რომ მოსწავლეების დაკითხვის პროცესს თავადაც ესწრებოდა, არც ერთ მათგანს დანაშაული არ უღიარებია და ვერც დაუმტკიცეს: _ არა მგონი, ეს ქურდობა მათი ჩადენილი ყოფილიყო, _ დასძინა სიმონ ჯაშმა.

როგორ აღმოჩნდა ხსენებული იარაღი მამუკა ცინცაძესთან, ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, როგორც პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ცინცაძეს იარაღი ჩაუდეს და ის იარაღი, რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციის საცავში ინახებოდა, თუმცა, აღრიცხული არ იყო:

_ პოლიციაში ყველა იარაღი აღრიცხულია, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის არის იარაღების კატეგორია, რომელიც არავის არ აწერია და რომელიც მამუკა ცინცაძის მსგავსი შემთხვევების დროს გვჭირდება. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, როგორ მოხდა ის იარაღი პოლიციაში, თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე პოლიციაში “შეიკერა” და იარაღი პოლიციამ ჩხრეკამდე რამდენიმე წუთის წინ ჩადო, _ გვითხრა წყარომ იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რისი გარკვევაც ამ ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” შეძლო: როგორც მოვიკვლიეთ, იარაღის დაკარგვას სკოლის ორი დარაჯის საკმაოდ უცნაურ ვითარებაში სიკვდილი მოჰყვა.

იმ დროს, როცა ვანზომლეთის სკოლიდან იარაღი დაიკარგა, ვახტანგ თავაძეს დარაჯად ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა. მართალია, იმ ღამით მორიგე არ იყო, მაგრამ დაკითხვაზე მისვლა მასაც მოუხდა, თუმცა, არ დაუკავებიათ.

ქურდობიდან, დაახლოებით, 6 თვეში კი, ვახტანგ თავაძე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

როგორც მისი შვილი, ნანა თავაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, იმ საღამოს მამამისი მეზობელს ეხმარებოდა:

_ საღამოს ათი საათი იყო, მეზობლიდან რომ წამოვიდა. ამის თვითმხილველები არსებობენ. მთვრალი არ ყოფილა, ნასვამი იყო. რომ შეაგვიანდა, ბებია წავიდა მის მოსაძებნად, თუმცა, ვერსად იპოვა. იმ ღამეს საშინელი წვიმა იყო _ ისეთი ამინდი მას შემდეგ არც კი მახსოვს. გამთენიისას იპოვეს _ ღობეზე იყო გადაკიდებული.

როგორც ნანამ გვითხრა, მამამისი სახლში სრულიად მშრალი ტანსაცმლით მიასვენეს და სწორედ ამან გაუჩინა ოჯახს ეჭვი, რომ ვახტანგ თავაძე ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა: _ რომ მოასვენეს სახლში, დასიებული იყო _ ისეთი სახე ჰქონდა როგორც გაგუდულ ადამიანს. დაზუსტებით არ ვიცით, რითი მოკვდა მამაჩემი, მაგრამ ის ვიცით, რომ ეს ამბავი სკოლაში იარაღების დაკარგვიდან მალე მოხდა.

_ იარაღების მოპარვასთან დაკავშირებით ვინმეზე თუ ჰქონდა ეჭვი?

_ მამაჩემმა იცოდა, ვინ მოიპარა იარაღები, მაგრამ ამაზე არასდროს უსაუბრია. პოლიციაშიც არაფერი უთქვამს.

ვახტანგ თავაძე ისე დაკრძალეს, რომ მისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ _ ოჯახს მაშინ ამის საშუალება არ ჰქონდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის გაჩერება გახლდათ.

მეორე დარაჯი, გოგი მახარაძე, რომელიც ქურდობის ღამეს მორიგეობდა, პოლიციას რამდენიმე დღე დაკავებული ჰყავდა, თუმცა, დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და ვერც ვერაფერი ხელმოსაჭიდი ათქმევინეს..

მახარაძე ამ ფაქტიდან 4 წლის შემდეგ, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა _ ძმასთან წასული, მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. მახარაძის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადავარდა, თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ მისი ოჯახის წევრებს: _ სახლში დაიბარა, რომ მის ძმასთან, ქობულეთში მიდიოდა. სოფელში დაინახეს, თუმცა, სოფლიდან გასული არავის უნახავს. მეორე დღეს მდინარის პირას იპოვეს გარდაცვლილი, იქვე ეწყო მისი ფეხსაცმელები. მთვრალი იყო და ხიდიდან გადავარდაო. ხიდიდან გადავარდნილ კაცს, რომელიც მდინარემ გამორიყა, ფეხსაცმელები ვინ დაუწყო გვერდით ამაზე პასუხი ვერავინ გაგვცა, _ იხსენებს ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე.

მახარაძეების ოჯახს ამ ფაქტის იარაღის ქურდობასთან დაკავშირება უჭირთ, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ გოგი მახარაძე მოკლეს: _ მიზეზი არ ვიცით. ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ არ გვინახავს, რადგან ბიძამ და მამიდამ, ჩვენივე უსაფრთხოების გამო, როგორც შემდეგ გვითხრეს, არ გაახმაურეს, _ იხსენებს გარდაცვლილი დარაჯის შვილი.

_ წელს ზევით დასახიჩრებული და საშინლად იყო ნაცემი. არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ვიღაცამ სახლიდან გაიყვანა და მოკლა, _ დასძენს მახარაძის მეუღლე.

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ გოგი მახარაძე სკოლაში დარაჯად მუშაობის დაწყებას გარდაცვალების დღემდე ნანობდა.

არის თუ არა ეს საქმეები კავშირში 1992 წელს მომხდარ ინციდენტთან, როცა ვანზომლეთის სკოლიდან იარაღები დაიკარგა, გამოძიების დასადგენია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დროა გასული, მახარაძის და თავაძის ოჯახებს იმედი აქვთ, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინება და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, მათ, მინიმუმ, ის მაინც ეცოდინებათ, რას შეეწირა სკოლის დარაჯების სიცოცხლე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12 იანვარი, 2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12 იანვარი, 2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12 იანვარი, 2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12 იანვარი, 2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12 იანვარი, 2026

თბილისის მერიის "მრავლისმეტყველი" განცხადება

პატიმრების წამებაში ბრალდებულის მამის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

ყველა სიახლე

საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12.01.2026
პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12.01.2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12.01.2026
სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12.01.2026
მსოფლიო

“ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

18:30; 12.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო