https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიმრების წამებაში ბრალდებულის მამის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო

12:12; 18.12.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოსარჩელეების ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი: დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, არის 9 მოსარჩელე, ესენი არიან ფიზიკური პირები. მათი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ  ამ ადამიანებს, 2009 წლამდე ბაზრის ტერიტორიაზე, იჯარით ჰქონდათ აღებული მიწის  ნაკვეთი. მოპასუხეები არიან: გამგეობა, აგრარული ბაზრის დირექცია და ავთანდილ მკურნალიძე. ისინი ითხოვენ,  გაუქმდეს სასაყიდლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და ავთანდილ მკურნალიძის შორის, რაზეც თავის დროზე თანხმობა განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უკანონოდ დადებული გარიგება და ვითხოვთ, ბათილად იქნეს ცნობილი ეს სასყიდლიანი ხელშეკრულება.

ბახვა მახარაძე, აგრარული ბაზრის ყოფილი დირექტორი: როცა ბაზარი დაიწვა, მოვიდა გამგეობიდან მიმართვა, წერილი, რომ  მიწა უნდა გაგვეცა იჯარით  ავთანდილ მკურნალიძეზე. გავაკეთეთ ისე, როგორც მოგვცეს მითითება. შემდეგ იქ  მკურნალიძემ ააგო შენობა. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რას გადაწყვეტს სასამართლო, გააუქმებს ხელშეკრულებას თუ ისევ დარჩება ძალაში.

ჯუმბერი მახარაძე, ავთანდილ მკურნალიძის ადვოკატი: კანონით გათვალისწინებული არავითარი ნორმა არ არსებობს, რომ სასამართლომ  დააკმაყოფილოს მოსარჩელეების სარჩელი.  არსებობს სასყიდლიანი ნაგებობის სპეციალური პარაგრაფი სამოქალაქო კოდექსში, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს იჯარის გაუქმება, რასაც ესენი ითხოვენ.

_ ანუ მოსარჩელეების მოთხოვნა უკანონოა?

_დიახ, აბსოლუტურად უკანონოა და ამას დავადასტურებთ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას.

მოსარჩელე ზურაბ  ფრანგიშვილი: 1997 წლიდან, სულ 11 ადამიანი ვმუშაობდით, ჩვენი ხარჯებით აგებულ შენობაში,  ბაზრის დაწვამდე. დაწვის შემდეგ, მივმართეთ დირექციას, მაგრამ არ მოგვცეს იმის უფლება, რომ გაგვეწმინდა ადგილი და ისევ შევსულიყავით.  გამგეობასაც მივმართეთ, რომ განხილულიყო ჩვენი საკითხი.  გვითხრეს, რომ  ერთ თვეში დალაგდება ყველაფერი და შემოგითვლით, როდის გააგრძელოთ დამწვარი შენობის აღდგენაო. გადის ერთი თვე და უცებ, ვიგებთ, რომ ეს ობიექტი მკურნალიძემ იყიდა.  ხელშეკრულება, რომელიც  იმ დროს გაგვაჩნდა, იყო მოქმედი, მაგრამ ასე უკანონოდ ჩამოგვართვეს და დავრჩით უადგილოდ. ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ჩვენი ნაკვეთი. მიგვაჩნია, რომ თუ სასამართლო ობიექტურად წარიმართება, დაგვიბრუნდება.

თეა ლომჯარია, გამგეობის იურისტი: სარჩელი არის დაუსაბუთებელი. მათი მოთხოვნა არ არის კანონთან შესაბამისობაში  მოყვანილი,  კონკრეტულად ვერ მიუთითებენ, კანონის  რომელი მუხლი დაირღვა. არ არის მითითებული და არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.  რაც შეეხება იჯარით ხელშეკრულებას, რომელსაც ისინი ეყრდნობიან, ის არის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება, რადგან ეს ხალხი იყო დაქირავებული მუშები და ჩვეულებრივად იღებდნენ ხელფასს.

“გურია ნიუსმა” ამ კონკრეტული ფაქტების შესახებ, რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა, სადაც  აღნიშნულია თუ როგორ აშინებდა და აშანტაჟებდა მკურნალიძის მამა, ავთანდილ მკურნალიძე ბაზრის მოვაჭრეებს. როგორ გადასცა მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიწის ის ნაკვეთი, რომელიც შპს “აგრარულ ბაზარსა” და მოქალაქეთა ჯგუფს შორის, ხელშეკრულებით, უკვე იყო გაფორმებული.

როგორც ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს: „მთავარი არის ის, რომ იჯარა არ არის გაუქმებული, ისეა გადაცემული სასყიდლიანი ხელშეკრულებით ავთანდილ მკურნალიძეზე, რომელმაც ამ 178 კვადრატულ მეტრზე ააშენა უზარმაზარი შენობა და გაქირავებული აქვს მოვაჭრეებზე, ფლობს პატარა მაღაზიებს და ა.შ.”

2000 წელს, ოზურგეთში შპს „ აგრარულ ბაზარსა” და მოქალაქეთა ჯგუფს შორის, გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოქალაქეთა მხარეს წარმოადგენდნენ იაკობ და ავთანდილ ბურჭულაძეები, დავით ნაცვალაძე და კიდევ ცხრა კაცი. ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შედგომოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. 2009 წლამდე ეს მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე ისედაც მუშაობდნენ, რის შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. 2010 წლის აგვისტოში ბაზარში მომხდარი ხანძრის შედეგად, ბევრი და მათ შორის, ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ძალიან დაზარალდნენ. მათ მიმართეს ოზურგეთის გამგეობას, რათა უფლება მიეღოთ, კვლავ აეშენებინათ სავაჭრო ჯიხური. თუმცა, ხელისუფლებამ, როგორც თვითონ მოვაჭრეები ამბობენ, კატეგორიული უარი უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ამ მოიჯარეებმა გაიგეს, რომ სადავო ფართობი, სასყიდლიანი იჯარით გადაეცა ვინმე ავთანდილ მკურნალიძეს. დაზარალებულებმა ვის აღარ მიმართეს, მაგრამ ყველგან უარი მიიღეს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ მხოლოდ ახლა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბედეს და სასამართლოს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ აქამდე მათ აშინებდნენ, რადგან ავთანდილ მკურნალიძის შვილი, გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი: _ 2009 წლის აგვისტოს თვეში, ოზურგეთში დაიწვა აგრარული ბაზრის ტერიტორიზე შენობა, თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ხალხში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დაწვეს. ამის შემდეგ მეწარმეებმა მიმართეს აგრარული ბაზრის დირექციას, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობას, ვინაიდან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება და გამგეობის გარეშე არანაირი მიწის გაცემა არ ხდება. ისინი ითხოვდნენ, მიეცათ ნებართვა, რომ ამ ტერიტორიაზე ისევ აეშენებინათ თავიანთი სახსრებით მაღაზია და ისევ გაეგრძელებინათ საქმიანობა. გადის რამდენიმე თვე და აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია, 178 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებით გადაეცა ვინმე ავთანდილ მკურნალიძეს.

სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება, 2010 წლის 26 აპრილს, აგრარულ ბაზარსა და ავთანდილ მკურნალიძეს შორის, გაფორმდა.

ამის შესახებ გაიგეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა და კვლავ მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, აგრარულ ბაზარს. თუმცა, თანადგომის მაგიერ, ამ მოქალაქეებზე დაიწყო სერიოზული ზეწოლა.

_ იქნებ, გვითხრათ, რაში გამოიხატებოდა ზეწოლის ფაქტები?

_ იყო მუქარა, აშინებდნენ ავთანდილ მკურნალიძის შვილის _ გაგა მკურნალიძის სახელის ხსენებით, რომელიც მოგეხსენებათ, იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, თურმე ქვეყანას აზანზარებდა. როგორც მე ვიცი, ცალკე გამგეობა შეუშინებია იმ პიროვნებას და ცალკე _ აგრობაზრის დირექტორი, ასევე _ ის მოქალაქეებიც, რომლებიც დავობდნენ. ფაქტობრივად, ყველა გაჩუმდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ–ერთმა პირმა ისიც განმიცხადა, რომ შვილი მყავდა პატიმარი, სხვა გზა არ მქონდა და გავჩუმდიო. ზოგს, პირიქით, დაწერის შეეშინდა. მოგეხსენებათ, როგორი პერიოდი იყო მაშინ. ეს იყო ორი წლის წინ, ახლა არც ერთი არ აპირებს, გაჩუმდეს. მოვამზადე სარჩელი ავთანდილ მკურნალიძის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ეს ტერიტორია კანონიერი გზით, რადგან იჯარით ფლობდნენ წლების მანძილზე, დასაკუთრებაზე არ არის საუბარი. მე მოვიძიე დოკუმენტები, სადაც ძალიან ბევრი სიყალბეა. წარმოიდგინეთ, იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულიც არ არის და ისეა გადაცემული სხვა პიროვნებაზე სასყიდლიანი იჯარით ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, არის საკუთრება. მას შეუძლია, გაასხვისოს, გაყიდოს ან მემკვიდრეობით გადასცეს.ვიდრე ეს მოხდება, არ მაქვს უფლება,მანამდე დავადანაშაულო პირი. თუმცა, არსებობს სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა კანონის უხეში დარღვევით და ძალადობით. საუბარია არა ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ძალადობაზე, რომელიც გახორციელდა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მკურნალიძემ დააშანტაჟა მაშინდელი გამგებელი. მაშინ ნებართვა გასცა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამია ბარამიძემ, რადგან იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გამგებელი მექვაბიშვილი შვებულებაში იმყოფებოდა.

ნუგზარი ფრანგიშვილი: _ ჩვენ ავაშენეთ ეს შენობა, ფაქტობრივად, ჩვენი სახსრებით. სულ ვიყავით 12 ადამიანი. ვის “ბეტონი” მოჰქონდა და ვის _ სილა. სამჯერ გაგვიფორმეს იჯარის ხელშეკრულებები, უწყისებიც გვაქვს. ბაზრის ადმინისტრაცია ხელფასსაც გვაძლევდა. მერე ხდებოდა ზეწოლა, დაგვიბარეს კიდეც და მოგვთხოვეს ტერიტორიის დათმობა. გვითხრეს, რომ ამაში თანხას გადაგვიხდიდნენ, რაზედაც ჩვენ უარი განვაცხადეთ. გადის თვეები და ბაზარიც დაიწვა. ამის შემდეგ, მივმართეთ გუბერნატორს. თათბირზე დაგვიბარეს რამდენიმე კაცი. გამგებელიც იყო, მექვაბიშვილი. გამოიტანეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს, თქვენს ტერიტორიაზე არ აშენდება არაფერი, მშენებლობა გაჩერებულიაო. გაგვაჩუმეს და თურმე, ამისთვის მზადდებოდა ყველაფერი. დაგვეწვა მაცივრები, ხორციც, იარაღები. გავწმინდეთ ტერიტორია. არავის არ უკითხავს ამბავი, არავის არავინ დაუკითხავს. ძალიან დიდი ზარალი ვნახეთ. გავიდა ხანი და ალბათ, იფიქრეს, ამათ მოულბათ გულიო და… მისცეს მკურნალიძეს. ასე მოგვისპეს არსებობის წყარო.

_ აქამდე რატომ არ თქვით არაფერი?

_ რა აზრი ჰქონდა? ვისთვის გვეთქვა? სასამართლო გაგვამართლებდა თუ ვინ? ყველაფერი მაგათი იყო, ძალაუფლება მაგათ ხელში იყო, დამიჭერდნენ და ამიტომ გავჩერდი. მარტო მე კი არა, ყველას დაჭერის ეშინოდა. ჩვენ ვიყავით მუშები, არ ღირდა მაგათთან ბრძოლა. ვუყურებდით, იმედი გვქონდა, შესაფერისი დრო დადგებოდა. ასეც მოხდა და ახლა მხოლოდ ერთი ადამიანის _ მკურნალიძის მიმართ კი არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, არამედ სხვებისაც მიმართაც _ ვინც უკანონობა ჩაიდინა და გასცა საბუთი.

სასამართლო პროცესი 27 დეკემბრისთვის გადაიდო, თუმცა მოსარჩელეები შეაფიქრიანა სასამართლო პროცესმა.

_რა ვიცით, სასამართლო ისე მიდის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მგონი,  კვლავ მკურნალიძე გაამართლონ“, _ თქვა რამდენიმე მოსარჩელემ “გურია ნიუსთან” საუბარში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

12:13; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

11:05; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

მარგო ზოიძის საქმეზე ბრალდებულის მხარემ წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა

10:40; 7 სექტემბერი, 2026

ბიზნესმენები, რომლებიც "ნაციონალებს" "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ გაურიგდნენ

2008 წლის ომის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები დღემდე ცნობილი არ არის

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო