ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” თავად ილა კეჭაყმაძემ დაუდასტურა.
_ბატონო ილა, როგორც გავიგეთ დღეს ოზურგეთში ბრძანდებოდით. .
_კი ბატონო. მამაჩემის საფლავზე ვიყავი, დაბადების დღე იყო და საფლავზე ვიყავი გასული, ყველა 21 დეკემბერს გავდივარ საფლავზე.
_ ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად იყავით გასული თქვენი მამის საფლავზე?
_ კი ერთად ვიყავით სასაფლაოზე და შემდეგ წავედით რესტორანში.
_ რა კავშირი გაქვთ ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან?
_ რას ქვია, რა კავშირი მაქვს რამაზ ნიკოალაიშვილთან?
_ როცა ადამიანი თბილისიდან მამის სასაფლაოზე მოგყვებათ, ესე იგი ძალიან ახლობელია, არა?
_ პასუხიც თქვენ თვითონ გაეცით ახლა მაგ შეკითხვას უკვე.
_ პასუხი თქვენგან მაინტერესებს.
_ უცხო არ მოვიდოდა ხო? რა თქმა უნდა ახლობელია.
_ იმყოფებოდით თუ არა მეუფის რეზიდენციაში თქვენ და რამაზ ნიკოლაიშვილი ერთად?
_ კი მეუფესთანაც ვიყავით, კი ბატონო.
_ რა შეხვედრა გქონდათ?
_ რა შეხვედრა უნდა გვქონოდა, მეუფე არ მინახავს დიდი ხანია, რამაზიც არ იმყოფებოდა დიდი ხანია ოზურგეთში და მივედით და ვნახეთ მეუფე. რა შეხვედრა უნდა გვქონოდა? კაცური, სხვა რა უნდა გვქონოდა?
_ახლა სად ხართ ბატონო ილა?
_ ახლა ვარ ქუთაისში, თბილისში მივდივარ. რამაზიც ჩემს გვერდით არის და შეგიძლია დაელაპარაკო.
რამაზ ნიკოლაიშვილი: _ რაო ჟანა, არ მაქვს უფლება გურიაში ჩამოვიდე?
_ რა თქმა უნდა, ბატონო რამაზ, რა თქმა უნდა, უფლება გაქვთ... ანუ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენ ილია კეჭაყმაძის სახით კარგი მმარველი გყავთ?
ილა კეჭაყმაძე: _ ჩემი მფარველობა რამაზს რაში ჭირდება? დარწმუნებული ვარ, რამაზ ნიკოლაიშვილს ყველაფერი კანონიერად აქვს გაკეთებული და გურიისთვის ბევრი კარგი გაუკეთებია. რამაზი მაგარი ადამიანია, _ გვითხრა ილა კეჭაყმაძემ.