2.6 ამპლიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, 11:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბათუმიდან 103 კილომეტრში, ხოლო ანაკლიიდან 45 კილომეტრში, შავ ზღვაში მდებარეობს.
ბიძგები წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრმა გუშინ და დღეს საქართველოს ოფშორულ ზონაში მიწისძვრის 18 ბიძგი დააფიქსირა. ყველა მათგანი პირველი ბიძგის (5.6 ამპლიტუდის სიმძლავრის) გარშემო მდებარეობს.
ევროპის სეისმოლოგთა ცენტრი ინტერნეტ მომხმარებლებს სხვადასხვა ქალაქიდან კომენტარებსაც სთავაზობს: “საკმაოდ ძლიერი ბიძგი იყო. იგი ხანგრძლივად გრძელდებოდა. ჭაღები ქანაობდა. ფანჯრის მინები ზანზარებდა. შენობის ბათქაშზე ბზარები გაჩნდა. ამან სერიოზული პანიკა შეიქმნა განსაკუთრებით მაღალ სართულებზე მცხოვრებ ადამიანებში,” _ ასეთია ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი, რომელიც ეპიცენტრიდან 47 კილომეტრში, სოხუმში ცხოვრობს.
ფოთელი ინტერნეტმომხმარებელი კი წერს: “რყევისაგან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდა მეხუთე სართული. მაგიდიდან ნივთები გადავარდა და გატყდა. აბაზანაში გადმოცვივდა შამპუნები და ყოველგვარი განსხვავებული აქსესუარები. განცდა იყო, რომ სახლი ახლა დაიშლებოდა. ძალიან, ძალიან საშინელი იყო. მსგავსი არასოდეს არ ყოფილა. პირველი ბიძგი არ იყო იმდენად ძლიერი, შემდეგ უფრო და უფრო საშინელი გახდა”.