ჯინჭარაძის კანდიდატურას საკრებულოს 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თამაზ ჯინჭარაძე 1978 წლის 8 ივნისს დაიბადა. პროფესიით ეკონომისტ-ფინანსისტია. 2001-2002 წლებში იყო ჩოხატაურის ინვალიდთა ლიგის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე. 2005-2007 წლებში “ჩოხატაურგაზის” მონტაჟის და ექსპლოატაციის სამსახურის უფროსი. 2006-2010 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; 2009 წლიდან “ეროვნული ფორუმის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2012 წლიდან კოალიცია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის რაიონული შტაბის აქტივის კოორდინატორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ჯინჭარაძემ გამგებლის პოსტზე ლელა იმედაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა გუშინ საკუთარი სურვილით დატოვა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved