მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს.
ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც პროკურატურამ რამდენიმე ბრალდება მოუხსნა, საქართველოში სპეციალურად ჩამოიყვანეს, თუმცა, საეჭვოა, რომ მას სერიოზული კომპრომატები გააჩნდეს: “ეს ადამიანი სპეციალურად ჩამოიყვანეს საქართველოში იმ მოლოდინით, რომ ის მისცემს უნიკალურ ჩვენებას ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა, ჩვენ გვახსოვს ოქრუაშილის მიერ მიუნხენიდან აფრიალებული დოკუმენტები, რაც, მისი თქმით, იყო კომპრომატები. ეს კომრომატები არავის უნახავს. დღეს საუბარია ინტერვიუზე, რაც შეეხება ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს. ეს ინტერვიუ შეიძლება გავრცელდეს _ ეს არ არის პრობლემა, უკვე ძალიან დიდი ხანია ოქრუაშვილი კომპრომატებზე საუბრობს, მაგრამ კონკრეტული კომპრომატები არსად არ გამოჩენილა. მსგავსი განცხადებები საქართველოდან წასული სხვა ყოფილი ჩინოვნიკებისგანაც მოგვისმენია”.