შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.