“გურია ნიუსი” შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსს გოჩა ჟღენტს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
_ ფაქტი ნამდვილად მოხდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
_ როგორც ვიცით, შეტყობინება პოლიციაში 13 იანვარს შემოვიდა.
-კი ბატონო, თუმცა ქურდობა როდის მოხდა, ჯერ დაუდგენელია, _გვითხრა პოლიციის უფროსმა.