50 მათგანმა მეტ ნაკლები სისრულით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა, 11 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო რუსთავის მერიამ აღნიშნულ მოთხოვნაზე ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად მხოლოდ განმარტა, რომ პრემია წარმოადგენს მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს შემადგენელ ნაწილს, რომელიც გაიცემა წახალისების მიზნით.
მერიების და გამგეობების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა რეგიონებში თანამშრომელთა წახალისების მიზნით დაჯილდოების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. გაცემული პრემიების სიდიდე და პრემიის გაცემის ინტენსივობა, თვითმმართველ ერთეულებში, სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების გარდა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც თვითმმართველი ერთეული პრემიებს გასცემს ერთი თვის განმავლობაში ორჯერ. (ე.წ. სააღდგომო პრემია, სარვმარტო პრემია, 6 მაისის პრემია, მარიამობის პრემია და ა.შ.)
2012 წლის 11 თვის განმავლობაში მიღებული პრემიების სიდიდით გამორჩეულია ქარელის გამგებელი, რომელმაც მიიღო 28 320 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქარელის გამგებელს აგვისტოს თვის შემდეგ პრემია არ მიუღია. მიღებული თანხის სიდიდე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 4 თვის განმავლობაში მასზე გაიცა ორმაგი ხელფასის ოდენობა პრემიის სახით.
რაც შეეხება მთლიანად თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობას ამ მხრივ გამორჩეულია ბათუმის მერია, რომელმაც 2012 წლის 11 თვის განმავლობაში 435 თანამშრომელზე გასცა 2 107 905 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას ამის შესახებ IDFI ავრცელებს.