თებერვლის მეორე ნახევარი მცენარეთა გამრავლებისათვის საუკეთესოა, რადგანაც ამ დროს ვეგეტაციის პერიოდი იწყება და ტემპერატურა ყოველდღიურად მატულობს. თუმცა, ეს ყველა მცენარეს არ ეხება. განსაკუთრებულად წარმატებულად ამ დროს დეკორატიული მცენარეების გამრავლება შეიძლება.
თებერვლის ბოლოს, სასურველია, გავსხლათ გერანი, რომლის ძლიერი, ზედა ტოტები შეგვიძლია წყალში დავაფესვიანოთ ან პირდაპირ ქოთანში ჩავრგოთ. დაახლოეებით ერთ თვეში იგი ზრდას დაიწყებს. ასევე ადვილად ფესვიანდება აუკუბა, ჯუჯა ვარდები ან სხვა ჯიშის ვარდებიც. დეკორატიული სუროების ჯიშები და წიწვოვანი მცენარეები. სუროს შემთხვევაში საჭიროა ტოტი პატარა კალმებად დავჭრათ და ქოთანში ან მიწაში ჩავარჭოთ. იგი საკმაოდ ადვილად ფესვინდება. კარგია კლეროდენდრონის, აბუტილონის, ჰიბისკუსების სხვადასხვა ჯიშების და ფუქსიის ტოტების დაფესვიანება. მათი კალმები ადვილად გამოიღებს ფესვებს თუკი შლამნარევ მიწაში ჩავრგავთ. გაზაფხულზე არ შეიძლება კამელიებისა და აზალიების გამრავლება, რადგანაც ისინი აყვავებისთვის ემზადებიან. მათი გამრავლებისთვის საუკეთესო დრო მეორე ვეგეტაციის პერიოდი _ 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდია.