საფრანგეთმა რუსეთის სამთავრობო ნავთობკომპანიის, Rosneft-ის აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს იახტა ჩამოართვა. ინფორმაციას საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
“მადლობა საფრანგეთის სასაზღვრო სამსახურის ოფიცრებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაზე მუშაობენ” – თქვა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ.
CNN წერს, რომ იახტა, სახელად “Amore Vero” – რაც იტალიურად ნიშნავს “ნამდვილ სიყვარულს” – ხმელთაშუა ზღვის პორტში La Ciotat 3 იანვარს შევიდა. პორტის დატოვება 1 აპრილს იყო დაგეგმილი.
ამ კვირის დასაწყისში ლე მერმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რათა შეაფასოს რუსების საკუთრებაში არსებული ფინანსური აქტივები და ქონება, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სამიზნეა, ჩამორთმევისთვის.