რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, პროკურატურის მიერ მოტანილი საფუძვლები იყო ზოგადი, ამიტომ ის არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან.” _ განაცხადა საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა რომელიც გიგი უგულავას აღკვეთ ღონისძიებაზე ჰქონდათ წარდგენილი. საუბარია შუამდგომლობებზე, რომლითაც ბრალდება ითხოვდა, რომ უგულავას არ გადაეკვეთა ქვეყნის საზღვარი და კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოებში. რაც შეეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას, ამაზე მოსამართლემ ზეპირი განხილვის გარეშე იმსჯელა.






























































