ამასთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის ოლქის პროკურორმა ვალერი იოსავამ “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ რევაზ ნადარაიაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. პროკურატურა ითხოვს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, ამნისტირებული პირი როგორ დააბრუნეს ციხეში.
“რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ, მითხრეს თათბირი ჩაატარა თურმე კუბლაშვილმა ფოთის სასამართლოში და მოსამართლეებს უთხრა, მე სანამ ვიქნები, ფეხი არ გაადგათ არც დასაკითხად და განმარტებაც არავის არ მისცეთო. ჩვენ ანგარიშვალდებული არ ვართ ჩვენება მივცეთ პროკურატურასო.“
შეხვდა თუ არა კოტე კუბლაშვილი ფოთში მოსამართლეებს ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნანა ვასაძეს ესაუბრა.
“სამი დღის წინ პარასკევი იყო. აქ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. სამსახურის ბოლომდე აქ ვნახე. იყო თუ არა ფოთში რომ ვკითხო, თავმჯდომარე აქ არ არის, საბჭოს სხდომაზეა. ალბათ გვიან დასრულდება. როგორც ასეთი, გასვლითი შეხვედრები სასამართლოებთან, რომელიც სპეციალურად იყო დაგეგმილი, მე არ ვიცი. სამსახურის მერე, პირადი საქმისთვის შაბათ-კვირას თუ წავიდა, ამის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია. თავმჯდომარე მოსამართლეებს სულ ხვდება თბილისში, ქუთაისში, ალბათ ფოთშიც. მე არ ვიცი რატომ გახდა ეს ინტერესის საგანი. მე ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, არ ვიცი.” _ განაცხადა ნანა ვასაძემ.