“ყოველთვის შეიძლება გააკრიტიკონ სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს ამას. ზოგადად თქმა იმისა, რომ ეს არის უკანონო, ეს არაფერს ნიშნავს. მთელი ეზო რომ გაივსოს სასამართლოსი და ყველამ თქვას, რომ ეს უკანონოა, არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეთ დასახელებული.
გუშინდელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში ასე უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი. ვერავინ მის ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა! გამორიცხულია! თუ კი ვინმეს აქვს პრეტენზია არის გზა გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში. ” _ განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

































































