https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიდი აურზაური ინგლისის ნაკრებში

10:20; 10.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ კატარის მუნდიალზე პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნული გუნდების მატჩი დაძაბულად წარიმართა და სამხრეთამერიკელთა უპირატესობის მიუხედავად ფრედ – 0:0 დასრულდა. დამატებით დროში პელეს თანამემამულეებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე ხორვატიამ წონასწორობა აღადგინა. თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში უფრო ზუსტი ევროპული გუნდი აღმოჩნდა – 4:2.

ასევე დაძაბული და დრამატული გამოდგა არგენტინისა და ნიდერლანდების შეხვედრა. მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე ლეო მესი და მისი თანაგუნდელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ ლუის ვან გაალის გუნდმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა – 2:2. დამატებით ოცდაათ წუთში მეტოქეებმა კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს. ამ მატჩშიც თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა და უფრო ზუსტი არგენტინის ნაკრები აღმოჩნდა – 4:3.

კატარის მუნდიალის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინა და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

გუშინ, ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail“ გაავრცელა ცნობა რომ ინგლისის ნაკრებში დიდი აურზაურია. აღმოჩნდა, რომ ეროვნულ გუნდს ბენ უაითი ტოვებს, რომელსაც მეორე მწვრთნელ ჰოლანდთან დაპირისპირება მოსვლია.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, გარეთ საუთგეიტის თანაშემწემ და „არსენალის“ 25 წლის მცველმა ვარჯიშის დროს იჩხუბეს. ფეხბურთელი გაღიზიანებული იყო იმით, რომ მუნდიალზე არცერთი წუთი არ უთამაშია.

რაჰიმ სტერლინგის შემდეგ უაითი მეორე მოთამაშე აღმოჩნდა რომელმაც კატარის მუნდიალის დღეებში ნაკრები მიატოვა. თუმცა ისიც სათქმელია რომ სტერლინგმა ეს ნაბიჯი ოჯახური მიზეზების გამო გადადგა.

დაძაბულია ვითარება პორტუგალიის ნაკრებშიც, მაგრამ იქ მდგომარეობა ნაწილობრივ „სტაბილიზდება“.

ცნობილმა პორტუგალიურმა სპორტულმა გამოცემამ „A Bola“ მეოთხედფინალის წინაც ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მონაწილეთა 93,6 პროცენტმა მიიჩნია, რომ კრიშტიანო რონალდო მაროკოსთან მეოთხედფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა იყოს!

რონალდოს თემას პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეეხო. მაროკოსთან მატჩის წინა დღეს მატჩის წინა დღეს ფერნანდუ სანტუშმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

„ყველა მოთამაშე უკმაყოფილოა, როცა არ თამაშობს, რადგან ყველას სურს მუდმივად თამაში, ეს იქნება ნაკრებში თუ კლუბში. მწვრთნელები არჩევანს სტრატეგიის მიხედვით აკეთებენ, კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე და ახლაც სწორედ ამას ვაპირებ. მოგებული გუნდის შემადგენლობა არ იცვლება – ეს არ არის სწორი შეფასება. რუბენ დიაშს პრობლემა აქვს და ვნახოთ, დღეს რა მოხდება. გარდა ამისა, ვეთამაშებით გუნდს, რომელიც შვეიცარიისგან განსხვავებულ პრობლემებს შეგვიქმნის.

კრიშტიანოსთან გულწრფელი და ნორმალური საუბარი მქონდა. ცუდი იქნებოდა, რომ ეს რომ არ გამეკეთებინა. მთელი კარიერის განმავლობაში ასე ვიქცეოდი, ფეხბურთელებს ვესაუბრები. საუბარი შედგა თამაშის დღეს, ლანჩის შემდეგ, ჩემს კაბინეტში. ავუხსენი მიზეზები, რის გამოც არ ვფიქრობდი, რომ ძირითადში უნდა ეთამაშა, მაგრამ ვუთხარი, რომ თამაშისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა. ყველაფერი ბუნებრივად ავუხსენი. კრიშტიანო კმაყოფილი არ იყო. ის ყოველთვის სასტარტოში თამაშობდა და ეს რეაქცია ნორმალურია, მარტივად არ მიუღია, რომ თადარიგში იქნებოდა, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ნაკრების დატოვება სურდა. როგორც ჟოაო ფელიქსმა თქვა, არ არსებობს უკეთესი მაგალითი, ვიდრე კრიშტიანოა. მან ყველა გოლი თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა, ბოლოს გულშემატკივრებსაც მადლობა პირველმა მან გადაუხადა. თავი დაანებეთ რონალდოს, მარტო დატოვეთ და დროა ამაზე საუბარი შეწყვიტოთ! ის ამას არ იმსახურებს იმ ყველაფრის გამო, რაც პორტუგალიური ფეხბურთისთვის გააკეთა“. – განაცხადა ფერნანდუ სანტუშმა.

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრები ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი.

„მომეწონა მაროკოს ნაკრები, რადგან დაცვაში ყურადღებით თამაშობს, შეტევის ფაზაში კი – სწრაფად. ზიეშის და ჰაკიმის გარდა, თუ ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიო, ამრაბატს ვიტყოდი. ის ზოგადი ბალანსისთვის ფუნდამენტურია და წარმოუდგენლად დარბის. წავიკითხე, რომ ესპანეთთან 14 კილომეტრი დაფარა, მას მაროკოს გატუზოდ მივიჩნევ.

ასევე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატით „ცრუ ცხრიანის“ ფუნქცია გაქრება და ამ ფორმულას დავემშვიდობებით. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონტექსტში შეიძლება ამან კიდევ იმუშაოს, მაგრამ სისტემად ვერ იქცევა. ფეხბურთში ცენტრფორვარდის ფიგურა ფუნდამენტური რჩება“, – განაცხადა ფაბიო კაპელომ.

2022 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ერთმა განცხადებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ნასერ ალ-ხატერიმ „Reuters“-თან ინტერვიუში იმ დაღუპული მუშების ამბავზე ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების შენებას შეეწირნენ.

ექვს დეკემბერს კატარში ფილიპინელი მუშა საუდის არაბეთის საწვრთნელ ბაზაზე გარდაიცვალა. ის რესტრავრაციის დროს პანდუსიდან გადავარდა, სატვირთო მანქანას დაეცა და გარდაიცვალა.

„Reuters“-ის ჟურნალისტის პირველი კითხვაც ნასერ ალ-ხატერისთან სწორედ ეს იყო, რაზეც მან მიუგო:

„უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შუაში ვართ და თანაც ყველაფერი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს! ეს არის ის, რაზეც ახლა საუბარი გსურთ?! მუშა გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მაგრამ უცნაურია, თუ რაზე გსურთ ფოკუსირება თქვენს პირველივე კითხვაზე. სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს შესაძლოა სამსახურშიც მოხდეს, ძილშიც.

მუშათა სიკვდილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დიდი განხილვის თემაა. ყველაფერი, რაც ითქვა, აბსოლუტური სიცრუეა! ჩვენ ცოტა იმედგაცრუებული ვართ, რომ ჟურნალისტები ამძაფრებენ ამ ცრუ ნარატივს. ვფიქრობ, ბევრმა ჟურნალისტმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს და დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ ცდილობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემის გაშუქებას”, – განაცხადა ალ-ხატერიმ.

გუშინ, ფრანგულ გამოცემასთან „L’Equipe“, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ამჟამად ფიფას გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა მსოფლიო ფეხბურთის მომავალზე ისაუბრა. 73 წლის ფრანგის განცხდებით, რომელიც უწინ მუნდიალის უფრო ხშირად ჩატარების იდეას ემხრობოდა, ეს საკითხი ფიფასთვის აქტუალური აღარ არის.

„მთხოვეს, მეფიქრა ამ საკითხზე და დავასკვენი, რომ იდეა ცუდი არაა, მაგრამ საამისოდ საჭირო იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდრის გადახედვა. მაგრამ დღეს ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფვით, არამედ – ოთხწლიანი ციკლისკენ, რომელშიც გათვალისწინებულია მსოფლიოს ჩემპიონატი, მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ტურნირი ხდება, ასევე – ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა არსენ ვენგერმა.

ფრანგმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მუნდიალი უკანასკნელი სულაც არ იყოს, რომელიც ზამთრის პერიოდში ტარდება.

„თუკი ფეხბურთის დემოკრატიზაცია გვსურს, აფრიკის ქვეყნებშიც უნდა შევიდეთ, სადაც ზაფხულში შეუძლებელია მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება. კატარის ტურნირის მაგალითზე ვხედავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვა შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ზოგიერთმა ნაკრებმა ვერ შეძლო ფიზიკის კუთხით სათანადოდ მომზადება. უკიდურეს შემთხვევაში, ისინი მუნდიალს მენტალურ მზადყოფნაში მაინც შეხვდნენ, რაც წინა ტურნირების დროს ყოველთვის არ ხდებოდა. მახსოვს, როგორც ჩამოდიოდნენ წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფსიქოლოგიურად გამოფიტული გუნდები, უხერხული მოსამზადებელი პერიოდის გამო.“

ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ თავი კიდევ ერთხელ „გამოიჩინა“. რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა ბრაზილიასთან შეხვედრა ეთერში გაუშვეს, მეტიც თითოეული მოთამაშის გვარიც კი წარმოთქვეს. ეს აქამდე აკრძალული იყო. მაშინ, რამ გამოიწვია ყოველივე? იმან, რომ მატჩის შედეგი უკვე ცნობილი იყო – ბრაზილიელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

2010 წელს ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე სწორედ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს დაუპირისპირდა. მაშინ ბრაზილიის ნაკრებმა მეტოქისგან ერთი გოლი მიიღო, საბოლოოდ კი გაიმარჯვა – 2:1. თუმცა ჩრდილოკორეული ტელევიზიის საშუალებით, ადგილობრივი მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ნაკრების გოლი აჩვენეს და „ისტორიული მოგების“ შესახებ აცნობეს.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის წევრი იყო, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელებს სამშობლოში სათანადოდ არ აფასებენ. ოღონდ, „მილანის“ ყოფილი ლეგენდა არა ამჟამინდელ, არამედ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავებს გულისხმობს. 40 წლის ექს-გამთამაშებელს მიაჩნია, რომ ბრაზილიაში თავიანთ ლეგენდებს სათანადო პატივს არ სცემენ.

კაკამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში რონალდოს გულისხმობს – 2002 წლის მუნდიალის გმირს და მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელს.

„როცა კატარში მიმდინარე მუნდიალზე რონალდოს ხედავ, ამბობ, WOW. აქ მას ყველა აფასებს და ხედავს მის განსაკუთრებულობას, ბრაზილიაში კი მას „მსუქან კაცს“ ეძახიან და ქუჩაში რომ დაინახონ, იტყვიან, „ის მსუქანი მიდისო“. ცხადია, რონალდო ბევრ ბრაზილიელს უყვარს, მაგრამ დიდი განსხვავებაა ბრაზილიელების და არაბრაზილიელების შეფასებებს შორის რონალდოს მიმართ. ჩემი აზრით, მას ბრაზილიის საზღვრებს გარეთ უფრო სცემენ პატივს, ვიდრე ბრაზილიაში.

უცნაურია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებს ბევრი ბრაზილიელი არ ქომაგობს. რა სიგიჟეა. დაიჯერებთ? მაგალითად, ახლა ბრაზილიაში ნეიმარზე ბევრი ამბობს ცუდ რაღაცებს. შესაძლოა, პოლიტიკის ამბავიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბრაზილიელები ჩვენს ტალანტებს ხანდახან ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ.“ – განაცხადა კაკამ.

საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს კაკა ბრაზილიელთა გუშინდელი მარცხის შემდეგ. ფაქტია, მთელი ქვეყანა, დიდიან-პატარიანად ეროვნული გუნდის კრიტიკას შეუდგება.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ფერნანდუ სანტუში
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

55 წლის „მეფე“ საფეხბურთო კარიერას აგრძელებს

გახსოვთ “ორერა”?

ყველა სიახლე

მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია რუსთავში- დაკავებულია რამდენიმე პირი

9:57; 8.02.2026
ზაფრანი

“18 წლის ვიყავი, როცა”- ალექსანდრე ჩივაძე პირველი შეკრების შესახებ

9:45; 8.02.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო