საქველმოქმედო აქციაზე გაიმართა ფილმის “ახალი ცხოვრება” პრეზენტაცია და ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა.
ფილმში ანასეულის ხანდაზმულთა სახლის ბინადრები თავიანთ ისტორიებს გვაცნობენ, ხოლო ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოები სხვადასხვა თემატიკას ასახავს.
საღამოზე შემოსულმა თანხამ 600 ლარამდე შეადგინა. შეგროვებული თანხა ანასეულის სახლის ხანდაზმულებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზირებული ინვენტარის შეძენას მოხმარდება.