დაკითხვა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა გამგებელმა დაგვიდასტურა, რომ ის ლანჩხუთის სტადიონთან დაკავშირებით იმყოფებოდა პროკურატურაში: “ჩემი დაკითხვა მოხდა სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს, ალბათ რომ დამთავრდება ალბათ, ყველასთვის იქნება ცნობილი რაც იქნება. მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან რაზეა საუბარი. მე იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, მაგრამ შეკითხვები რაც იქნება მზად ვარ ყველას პასუხი გავცე”, _ განაცხადა გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ გოგუაძის დაკითხვა უკავშირდება ახალი სტადიონის მშენებლობას, რომელიც აგვისტოში დაიწყო. 2012 წელს სტადიონის რეაბილიტაციის საკითხს შეეხება. როგორც ცნობილია მისი რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარი გამოიყო. ობიექტი ჩაიბარა სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების ჯგუფმა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა ასკურავამ (ინფორმაცია საკრებულოს სახელზე შეტანილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადების საფუძველზე ვრცელდება.).
































































