_ ეს ბედოვლათი დღეს გახლავთ ჩვენი კლიენტი დავით ცეცხლაძე. იგი განათლების მაშინდელ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ამხელს წიგნების ბიზნესის ლობირებაში. _ აცხადებს ადვოკატი მამუკა მდინარაძე.
“დავით ცეცხლაძემ ნიკოლოზ ბაქარაშვილთან ერთად, 1999 წლიდან მოყოლებული, შექმნა ისეთი მაღალი დონის სასწავლებელი, როგორიცაა კავკასიის აკადემიური ცენტრი, ხოლო პიროვნება, რომელმაც მას მუქარით გამოსძალა, შემდგომში აღმოჩნდა არა განათლების სამინისტროს, არამედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი.”_ აღნიშნავს ადვოკატი.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ფაქტს წინ უძღოდა იმავე წლის თებერვალში დიმიტრი შაშკინის მიერ ბრიტანეთიდან გაკეთებული განცხადება, რომ მან გააფორმა მემორანდუმი გამომცემლობა “მაკმილანთან” საქართველოში ინგლისური ენის სახელმძღვანელოების გავრცელებაზე. ორი წლით ადრე ჩატარებული კონკურსის მიხედვით კი ეს უფლება სხვა კომპანიებთან ერთად 5 წლის ვადით მინიჭებული ჰქონდა “სიესის”.
მისივე თქმით, ამ სასწავლებლის დამფუძნებლები დააკავეს ქრთამის ბრალდებით, ერთი წელი პატიმრობაში ამყოფეს და 200 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი ცეცხლაძისა და ბაქარაშვილის განცხადებით, მოხდა წიგნების ბიზნესის მონოპოლიზების გადასაფარავად.