მემორანდუმს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, თსუ-ს სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლიან. ამასთან, სამინისტრო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მონაწილეობას ერთობლივი პროექტების გახორციელებაში. თავის მხრივ, თსუ სამინისტროს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს.