ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას ხასიამაც დაადასტურა.
_ ხვალ გაიგებთ ყველაფერს. დღეს თანამდებობაზე ვარ. ჯერჯერობით განცხადება არ დამიწერია და არც არავის გავუთავისუფლებივარ. თუმცა, უახლოეს მომავალში ასე მოხდება.
_ ქალბატონო მაია, რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?
_ ალბათ, ეს მე არ უნდა მკითხოთ, _ აღნიშნა ხასიამ და დასძინა, რომ დეტალებს საზოგადეობა მალე გაიგებს.
ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე სასჯელაღსრულების სამინისტროს პოზიციაც გაგვეგო, თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თათბირზე იმყოფებოდა და კომენტარს მოგვინებით დაგვპირდა.