გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    “ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა”- რა მოხდა დამასკოში

    “შეაჩერეთ ომის ტრაგედია”- რომის პაპი

    დაფიქსირდა თუ არა რადიაციის დონის მატება ირანში აშშ-ს იერიშის შემდეგ

    ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს  _ „ეს იყო ტრამპის თხოვნა“

    ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

    აშშ-მ წუხელ ირანის ირანის ბირთვული პროგრამის სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    “ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა”- რა მოხდა დამასკოში

    “შეაჩერეთ ომის ტრაგედია”- რომის პაპი

    დაფიქსირდა თუ არა რადიაციის დონის მატება ირანში აშშ-ს იერიშის შემდეგ

    ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს  _ „ეს იყო ტრამპის თხოვნა“

    ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

    აშშ-მ წუხელ ირანის ირანის ბირთვული პროგრამის სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბახმაროს” ირგვლივ ისევ სკანდალია

3:03; 29.03.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამჯერად კურორტი ბახმარო არაფერ შუაშია _ საუბარია ჩოხატაურის ცენტრში მდებარე ყოფილი სასტუმროს შენობაზე და მის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანზე, რომელიც კურორტის მოსახელეა. აღნიშნული შენობის შესახებ რეჟისორმა სალომე ჯაშმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო და გასულ კვირას, ჩოხატაურში დახურული ჩვენებაც მოაწყო. ფილმი ეროვნული კინოცენტრის და უცხოელი დონორების დაფინანსებით შეიქმნა და ბერლინში დამონტაჟდა. როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ჩოხატაურში ჩვენების შემდეგ, ფილმი “ბახმარო” მსოფლიოს ირგვლივ იწყებს მოგზაურობას.

_ უკვე გადაწყვეტილია, რომ ფილმს უჩვენებენ საფრანგეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, ესტონეთის ტელევიზიები.  განაცხადი გაგზავნილი გვაქვს და პასუხს ველოდებით დოკუმენტური ფილმების ფესტივალიდანაც; რამდენიმე კონკურსში გვაქვს დაგეგმილი მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ, Мბახმაროს” საქართველოს ყველა ქალაქში ნახავენ. ეს არ არის ფილმი კონკრეტულად მხოლოდ ამ შენობაზე. ასეთი სახლი, ანუ სასტუმრო, შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სხვა ქალაქში.  ჩემთვის ეს შენობა მთელი ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა. ჩემთვის ფილმის ნებისმიერი კადრი არის სასიამოვნოც და მძიმეც, ლამაზიც და ულამაზოც… ზუსტად ამ ორი პარალელითაა ფილმი საინტერესო, _ აღნიშნა რეჟისორმა ჩვენთან საუბარში.

დოკუმენტურ სურათში არც ერთი მსახიობი არ მონაწილეობს. ყველაფერი რეალურია _ სიტუაცია, ამბის გმირები.

_ რაც ნახეთ, ყველაფერი გადაღებულია კამერით, რომელიც  იქ ღიად იდგა; იდგა დიდი მიკროფონიც, რომელსაც ყველა ხედავდა და ყველამ იცოდა, რომ მას უღებდნენ. მაგრამ ჩვენ იმდენად დიდი დრო დავყავით ამ ადამიანებთან ერთად, რომ, სავარაუდოდ, ეს ბარიერი მოიხსნა _ კამერის არსებობას, შეიძლება ითქვას, ვერც კი გრძნობდნენ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას რეჟისორი.

ფილმში ასახული ფაქტები მეტად მძიმეა: რესტორან “ბახმაროს” მიმტანი თმებს გაშლილი სუფრის შუაგულში იღებავს, რესტორნის ადმინისტრატორი გაკეთებულ კერძს დახლის უჯრაში ინახავს… ფილმში შეგიძლიათ იხილოთ როგორ ცხოვრობენ ამავე შენობაში განთავსებული ლტოლვილები ღორებთან ერთად. ნახავთ როგორ უდიერად ექცევიან ახალგაზრდები საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო პლაკატს, როცა შენობაზე მის გაკვრას ვერ ახერხებენ. ფილმის გადაღების დრო საქართველოში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისს ემთხვევა.

როგორც გავარკვიეთ, ფირზე აღბეჭდილმა ჩოხატაურის რეალობამ, ადგილობრივი და მხარის ხელისუფლება შეაშფოთა. უფრო მეტიც, სანდო წყაროს ცნობით, თანამდებობების დაკარგვის შიში გაუჩნდათ: _ როგორც ცნობილია, ჩვენი დროის ხელისუფალთ მხოლოდ ერთი მოვალეობა აქვთ _ ყოველთვის ყველაფერი უნდა იცოდნენ, რაც მათ რაიონში ხდება და “ზემდგომს” მოახსენონ. სწორედ სიტუაციის “არცოდნა” არ გახდა მამუკა დოლიძის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი?! “ზემდგომმა” მას იმედების გაცრუება არ აპატია. არავინ იცის რა იქნება ახლა… ნახეთ, მხარის და ადგილობრივი ხელისუფლება როგორი აფორიაქებულია! _ გვითხრა წყარომ, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს და ვინაობის გამჟღავნებას ერიდება.

_ ცოტა ხნის წინ დამირეკა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ. ვერ ვხვდები ასეთი აჟიოტაჟი რატომ გამოიწვია ამ ფილმმა! ალბათ, საკუთარი თავის ყურება ადვილი არ არის ამგვარ სიტუაციაში და შესაბამისად, რეალურად შეფასებაც ძნელია,  _ აღნიშნა სალომე ჯაშმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ფილმის ჩვენების მეორე დღეს.

ხელისუფლებას რომ სანერვიულო ნამდვილად აქვს ამას ფაქტები მოწმობენ: არცთუ დიდი ხნის წინ, ნარევოლუციებ ქვეყანაში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც ქალაქ ოზურგეთის სავალალო სანიტარულ მდგომარეობას ასახავდა, გურიაში ჩამოსულმა სანდრა რულოვსმა ნახა. რამდენიმე დღეში კი, გურიის იმჟამინდელი გუბერნატორი, ვახტანგ გოლიაძე მოხსნეს _ მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული ფილმის შესახებ ორიოდე სიტყვა თქვა და გუბერნატორიც მოხსნა.

ამ ფილმის შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება, გურიის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს 25 მარტს, დილით ვთხოვეთ.

_ ახლა თათბირი მაქვს და მალე შეგეხმიანებით, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

გუბერნატორთან საუბრიდან რამდენიმე წუთში კი გავარკვიეთ, რომ მხარის პირველმა პირმა, ჩოხატაურის ხელმძღვანელობა საგანგებო თათბირზე დაიბარა.

“ბახმაროს” თემაზე საუბარი, ამავე მიზეზით გადაგვიდო საკრებულოს თავმჯდომარემაც: _ ახლა ოზურგეთში მივდივარ თათბირზე და რომ ამოვალ, შეგეხმიანებით, _ პირობა მოგვცა ხუნდაძემ.

თათბირის დანიშვნა მას შემდეგ, რაც აღნიშნული თემით ჩვენი გაზეთი დაინტერესდა, უცნაურად გვეჩვენა. მით უმეტეს მაშინ, როცა ყველა მხარემ კომენტარების მოცემა საღამოსთვის შემოინახა. გაგვიჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თათბირი მდგომარეობიდან სასწრაფოდ გამოსასვლელად და  პრესისთვის გასაჟღერებელი ინფორმაციის  შესათანხმებლად მოიწვიეს.

წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში ანტონ ხუნდაძე გამგებელთან ერთად, გამგებლისვე მანქანით გაემგზავრა. თან პრესსამსახურის თანამშრომელი, მზია სიხარულიძეც ახლდათ. ამ საგანგებო თათბირის შემდეგ, კომენტარისთვის ისევ დავუკავშირდით ანტონ ხუნდაძეს, რომელსაც, როგორც ჩანს, გადაავიწყდა, რომ დილით, თათბირზე წასვლის ამბავი თავადვე გვამცნო:

_ თათბირზე არ ვყოფილვარ. ბანკში ვიყავი, პროცენტის თანხა შევიტანე…

_ ბანკში პროცენტის შესატანად პრესსამსახურის თანამშრომელი დაგყვებათ?

_ მზიას საქმე ჰქონდა და გამომყვა…

_ თუ პირად საქმეზე იყავით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში როგორღა მოხვდით?

_ რაღაც საქმე მქონდა და…

_ როგორც გვითხრეს, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობიდან გამოსული თქვენი პრესსამსახურის თანამშრომელი მანქანაში ვიღაცას ხმამაღლა ეკამათებოდა.

_ არ ვიცი მე ეგ. ქალების ამბავში არ ვერევი… (?!)

_ ბატონო ანტონ, გია გიორგაძის მანქანაში როგორღა აღმოჩნდით?

_ გიას დავემგზავრე.

_ როგორც სანდო წყარომ გვითხრა, თათბირზე მკაცრად გაუფრთხილებიხართ _ “გურია ნიუსთან” რამე არ წამოგცდეთო… ისიც ხომ არ უთქვამთ, ამ დოკუმენტური ფილმის შესახებ როგორი კომენტარი უნდა გააკეთოთ?

_ მაგ ფილმზე ვერაფერს ვიტყვი. მე პირადად არ მინახავს. როგორც მითხრეს, 6 აპრილს დიდი პრეზენტაცია იგეგმება და მეც ვაპირებ ნახვას. გპირდებით, როცა ვნახავ, კომენტარსაც მაშინ მოგცემთ.

კომენტარის მისაღებად, მზია სიხარულიძეს ტელეფონით რამდენჯერმე დავუკავშირდით, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, მას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია თავისი პოზიცია, ჩვენი გაზეთის მეშვეობით, ნებისმიერ დროს გააცნოს მკითხველს.

პირობა შეასრულა გურიის გუბერნატორმა და 25 მარტს, დღის ბოლოს, ჩვენს კითხვაზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა:

_ ბატონო ვალერი,  როგორც ვიცით, ფილმმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. რეჟისორის თქმით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ მას პირადად დაურეკა. ვახტანგ გოლიაძის მაგალითს თუ გავიხსენებთ, არ არის გამორიცხული ამ ფილმმა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ თქვენ ან ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირს. თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მფარველები არ გააქტიურდებიან…

_ დავიწყოთ იმით, რომ მე მხოლოდ გადმოცემით შემიძლია ამ ფილმზე საუბარი და არ მინახავს. ბუნებრივია, მისი ნახვა ყველა ადამიანს რაღაც ემოციებს აღუძრავდა: ვიღაცას უარყოფითს ან დადებითს, ვიღაცა შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს, ზოგსაც  სასიამოვნო მოლოდინის განცდა დაეუფლებოდა. მთავარია, რომელი კუთხიდან შევხედავთ მომზადებულ მასალას. ვფიქრობ, მოვლენის  ზედმეტი დრამატიზება ხდება. სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა. ის, რომ ჩოხატაურში  სოციალური მდგომარეობა სასურველიდან შორს არის და ადამიანებს რეალურად უჭირთ, ან ის, რომ დაბის ცენტრში ძველი შენობები სარემონტო და მისახედია, ამას ჩვენ სხვებზე უკეთ ვხედავთ და შეძლებისდაგვარად  ვზრუნავთ კიდეც მის გაუმჯობესებაზე. თუნდაც იგივე შენობა, რომელზედაც ეს ფილმია გადაღებული, დღეს სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე  2-3 წლის წინ, ანუ იმ დროს, როცა ეს ფილმი გადაიღეს. ადვილი მხოლოდ ნგრევაა, შენება გაცილებით ძნელი და დროში გაწელილი პროცესია, შესაბამისად, აღნიშნული შენობაც ნელ-ნელა იცვლის იერსახეს, ისევე როგორც  დაბის მთლიანი ცენტრი  ლამაზდება და მოწესრიგებული ხდება. ავიღოთ თუნდაც  ახალაშენებული კლინიკა, რომლის ადგილზეც სულ ერთი წლის წინ გაცილებით მძიმე სანახაობა იყო, ვიდრე მაგ ფილმშია წარმოდგენილი.  სახელმწიფომ პირობიან აუქციონზე სწორედ იმიტომ გაყიდა ყოფილი რაიკავშირის  დამწვარი კორპუსის ნარჩენები, რომ დაბის ცენტრში  აღმართული  ახალი შენობა  ვიზუალურად თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ყოფილიყო.

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ კორპუსს, მას პრაქტიკულად 19 მესაკუთრე ჰყავს და მისი  პრივატიზაცია 11 წლის უკან გაკეთდა. ასეთი შენობები სხვაც ბევრია, რომელთა მფლობელებმა რევოლუციამდე იყიდეს რაღაც ნაგებობები და მერე მისთვის ხელი აღარ უხლიათ. ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ, უბრალოდ ვითხოვთ ამ ადამიანებმა მოაწესრიგონ თავიანთი ქონება. ასეა  მაგალითად ოზურგეთში,  ეპისკოპოსის რეზიდენციის მიმდებარე  შენობაც, რომლის მეპატრონეებსაც მუნიციპალიტეტმა გაუგზავნა წერილი იერსახის გაუმჯობესების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.  ასევეა ყოფილი კოლმეურნეობების  ქონებები, რომლებიც  დღეს თითქმის ნანგრევებადა ქცეული და ცუდი იერსახე გააჩნია. ჩვენ შევთანხმდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   სამინისტროსთან, რომ  მათი გასუფთავდება მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ  არ გვაინტერესებს,  რა გზით მოიპოვეს ეს საკუთრებები, მაგრამ კეთილი უნდა ინებონ და თავიანთი ქონება მოაწესრიგონ, იმ დონეზე მაინც, რომ  მათი საკუთრება მინიმუმ, არ აუშნოებდეს დაბის იერსახეს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება, კერძო სექტორის კეთილმოწყობაზე  ფული დახარჯოს. ჩვენ მოვაწესრიგეთ ქუჩები, სკვერები, ტროტუარები, წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მაპატიეთ მაგრამ, კერძო მესაკუთრეების  ქონების და განსაკუთრებით რესტორნის კეთილმოწყობაზე ვერ ვიზრუნებთ. თუმცა  სწორედ  ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით  მოხდა რესტორან “ბახმაროს” შიდა და გარე დიზაინის გაუმჯობესება და იმ სახით არსებობა, როგორიც დღესაა. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია იმის  დანახვა და გაანალიზება, რა იყო და დღეს რა არის ჩოხატაურში, ეს უკვე ამ ადამიანების პრობლემაა.

ასე რომ, მიმაჩნია, ეს ფილმი არის  ჩვეულებრივი მცდელობა იმის დანახვისა, რომ აქ ყველაფერი კარგად არ არის,  და ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, თუმცა, ალბათ,  თუ დოკუმენტურობაზეა საუბარი,  მეტი ბუნებრიობისთვის უკეთესი იქნებოდა  “ერთი შენობის ისტორია” მართლა მხოლოდ ერთი შენობის ისტორიად გაკეთებულიყო და მასში “სხვა შენობებიდან   ხალხის შემოყვანა”  არ მომხდარიყო, არც  ადამიანების შეცდომაში შეყვანის  თუ დასაჩუქრების  გზით ხელოვნურად დადგმულ სცენებისთვის მიემართათ. ანუ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, ჩვეულებრივ ჩოხატაურელებს, ალალ და სტუმართმოყვარე ხალხს თავი დამცირებულად არ ეგრძნო, ჩემი ინფორმაციით კი დღეს ხალხში სწორედ ეს განცდაა.

რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებულ მოლოდინებს  და ამაზე კომენტარის გაკეთებას, ვფიქრობ, ეს არასერიოზული  საუბარია, _ ასეთია ჩიტაიშვილის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში.

როგორც გავიგეთ, გუბერნატორი საკმაოდ მკაცრი იყო თათბირზე ამ საკითხის განხილვისას. სანდო წყაროს ცნობით, საყვედური ჩოხატაურის გამგებელსაც უთხრეს, თუმცა ამ შემთხვევაში გია გიორგაძე კრიტიკას მართლაც არ იმსახურებს _ მაშინ, როცა ამ ფილმის გადაღება დაიწყო, გიორგაძე რიგითი სპეციალისტი იყო, ხოლო, როცა დაასრულეს (2010 წლის ივნისში) _ გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.

როგორც წყარო ამბობს, ამ ფილმს ვიღაც აუცილებლად გადაჰყვება, თუმცა, ჯერჯერობით მისი ვინაობა არ სახელდება. თუმცა, თუ ახლო წარსულის ფაქტებს გავიხსენებთ ეს ის ფიგურა იქნება, რომელიც “ხელების შესაწმენდად” დანიშვნისთანავე გაწირეს და რომელიც ხელისუფლებას დიდად არ უღირს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვეყანაში თანამდებობის პირები, რაც არ უნდა დიდი “პარტიული დამსახურება” ჰქონდეთ, ძვირად არასდროს ფასობენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

"გურიამ" აუტსაიდერს ვერ მოუგო

კუჭით ნააზრევი სახეზეა!

ყველა სიახლე

სამართალი

ციალა ქათამიძე:  „უდანაშაულო ადამიანებს ედავებიან არარსებულ საქმეებზე“

21:40; 23.06.2025
სამართალი

მამაკაცმა 4 პირი დაჭრა

20:27; 23.06.2025
სამართალი

ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

19:47; 23.06.2025
სამართალი

მარიამ ამაღლობელი: „პოლიციელი, რომელმაც ადამიანი დაჭრა, 15 000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს, სილის გაწვნის გამო კი  მზია ამაღლობელი ისეც ციხეშია“

19:23; 23.06.2025
პოლიტიკა

საია ეხმიანება ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმეებს

19:18; 23.06.2025
სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:27; 23.06.2025
პოლიტიკა

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება

17:53; 23.06.2025
პოლიტიკა

“არაფერი არ დაგვრჩენია გარდა”- ლევან ხაბეიშვილი

17:44; 23.06.2025
პოლიტიკა

“ფედერალისტები”: ივანიშვილს ქაოსის გზა აქვს არჩეული

17:32; 23.06.2025
სამართალი

ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

17:26; 23.06.2025
საზოგადოება

ISFED: ბენეფიციარების ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს

16:50; 23.06.2025
ფინანსები

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი

16:40; 23.06.2025
პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: “ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!”

16:32; 23.06.2025
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში

16:30; 23.06.2025
პოლიტიკა

“დაგროვებითი პენსიის შენატანები გაიზარდა”- კომიტეტის თავმჯდომარე

16:22; 23.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

16:36; 21.06.2025
0

“ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

14:26; 18.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო