https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიუროების ხარჯების მოკითხვით გაღიზიანებული დეპუტატები

12:03; 14.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, დადგენილებაში _ ”საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” შესაბამისი ცვლილებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების ვალდებულება მოეხსნათ. შესაბამისი კანონმდებლობით, თვითმმართველობის ორგანოებს აღარ ევალებათ მაჟორიტარი დეპუტატი სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყონ. მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარ ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარული ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, ერთჯერადი სახით, პარლამენტის ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარი გამოეყოფა და ყოველთვიურადაც 5 ათას ლარს იღებს. ამ ცვლილებების გახორციელებისას, ბიუჯეტირების პროცესში, დათვლილი იქნა, რომ ამ ხარჯის გაღება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 3 662 000 ლარით გაზრდიდა.

საინტერესოა, რაში და როგორ განიკარგება მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის გამოყოფილი თანხა.

როგორც აღმოჩნდა, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის ბიუროები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაშია განთავსებული და შესაბამისად, მათ ტექნიკურ ხარჯებსაც გამგეობა უზრუნველყოფს.

რაში იხარჯება ყოველთვიურად 5 000 ლარი, ამაზე ბიუროების ხელმძღვანელები “გურია ნიუსს” სხვადასხვანაირად პასუხობენ _ ზოგი დეპუტატისკენ მიუთითებს, ზოგიც თავად აკეთებს ახსნა-განმარტებას. როგორც აღმოჩნდა, სამივე მუნიციპალიტეტში თანხები სხვადასხვანაირად განიკარგება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ვლადიმერ (ვიტალი) ტყეშელიაძე:

_ ახალი კანონით, ყოველ თვეში გვერიცხება 5 000 ლარი. ამასთანავე, ერთჯერადი დახმარებაა კიდევ, 5 000 ლარი წელიწადში. ის ყოველთვიური 5 000 ლარი, ძირითადად უნდა გამოვიყენოთ ხელფასისთვის, ასევე, რაღაცეების შესაძენად უნდა მოვიხმაროთ.

_ როგორ ანაწილებთ ამ თანხებს და რა მიზნებისთვის იყენებთ?

_ რაშია, იცით, საქმე? ის ერთჯერადი 5 000 ლარი რომ არის, ამაზე ჩვენ გავაკეთეთ მოთხოვნა, თუ რა გვჭირდება და რისთვის გვინდა. გვიყიდიან და თავისი ტრანსპორტით გამოგვიგზავნიან. დანარჩენ თანხებზე გეგმა უნდა გაკეთდეს, რაში უნდა დავხარჯოთ. ჯერ უნდა გავარკვიო, ხელფასის ფონდი რამდენია. გავიგებ ამ დღეებში და მერე გვეცოდინება, რომ 2 000 ლარზე ცოტა ზევით წავა ხარჯებში, 3 000 ლარამდე კი _ ხელფასებში.

_ მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის როგორ ანაწილებთ თანხებს?

_ იმ 2 000 ლარში შედის საწვავის და ტრანსპორტის თანხა. ასევე, საკანცელარიო ნივთები. გამგეობა გვიხდის შუქის და დამლაგებლის ფულს.

_ ერევა თუ არა მაჟორიტარი დეპუტატი თანხის განკარგვაში?

_ არა, არა, არ გვერევა. იმიტომ არ გვერევა, რომ მან უნდა ჩააბაროს შემდეგ პარლამენტს ანგარიში. ჩვენს შორის თუ ნდობა არაა, ისე არ შეიძლება, ჰო?! ძალიან დიდი თანხა მიდის საწვავზე. ჩვენ მანქანა გვაქვს ნაქირავები, რომლის თანხასაც _ 625 ლარს ვიხდით თვეში. ასე რომ, ძალიან ცოტა თანხა გვრჩება, _ გვითხრა ტყეშელიაძემ.

ლანხუთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძე:

_ მე თქვენ ამაზე რატომ უნდა გესაუბროთ ტელეფონით?! ეს არის დეპუტატის თანხა, მე არავითარი უფლება არ მაქვს, მას შევეხო, ამიტომ დაუკავშირდით დეპუტატს.

_ ბატონო გოგი, დეპუტატი განკარგავს ყოველთვიურად 5 000 ლარს?

_ მე გაჩვენებთ წესდებას, ვინ განკარგავს ამ თანხას და ვისი უფლებით უნდა განიკარგოს იგი.

_ ბატონო გოგი, უბრალოდ, გვაინტერესებს, კონკრეტულად რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხა?

_ თქვენ ისეთ რაღაცას მეუბნებით ახლა, როგორ გიპასუხოთ მე?! ეს უნდა ჰკითხოთ დეპუტატს.

_ თქვენ ხომ დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ბრძანდებით?

_ კი, ბატონო, ვარ, მაგრამ მე არ ვეხები მაგ თანხას, ეს ჩემს უფლებებში არ შედის. იმ 5 000 ლარიდან მე მაქვს ოფისის თანხა – 600 ლარი, მე მეტი არ მეძლევა. ეს არის ტელეფონის, ოთახის, ასევე ელექტროენერგიის გადასახადი და სხვა მატერიალური და ტექნიკის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი ხარჯები. თქვენ ნახეთ ჯერ, რა თანხა გვაქვს გამოტანილი ოფისისთვის. დეპუტატი ავად არის და მან იცის ყველაფერი.

“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატს თემურ ჩხაიძეს დაუკავშირდა:

_ ასე ვერ დაგიკონკრეტებთ, გეტყვით, რომ საერთოდ არაფერში არ მოგვიხმარია, გარდა სახელფასო ფონდისა, რომელიც უნდა გავზარდოთ ახლა იმიტომ, რომ დავიმატეთ ერთი თანამშრომელი _ სპეციალისტი. გავცემდით მხოლოდ ხელფასებს, მეტი არაფერში გამოგვიყენებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყრილობასთან დაკავშირებით, რაღაც თანხა დაგვჭირდა, ეს არის და ეს.

_ ბატონო თემურ, იქნებ, გვითხრათ, სად არის მაშინ დანარჩენი თანხა?

_ დანარჩენი თანხა არის ბანკში. ყევლაფერი აუცილებლად თეთრი თეთრზე გაიწერება და ეცნობება პარლამენტს. ასე რომ ნუ ინერვიულებთ, სანერვიულო არაფერი არ არის(?!). თქვენი დაინტერესების შემთხვევაშიც შეგვიძლია, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ბიუროსთვის განკუთვნილ თანხებს ოფიციალურად მაჟორიტარი დეპუტატი განკარგავს და მისთვის ხელმისაწვდომი ეს თანხა არაა.

_ ქალბატონო მარინე, კონკრეტულად რა მიზნებისთვის იხარჯება პარლამენტარის ბიუროსთვის განკუთვნილი 5 000 ლარი?

_ ჩვენ ჯერჯერობით, ვიმყოფებით გამგეობის შენობაში, ანუ არ გვაქვს ფართის ფული გადასახადელი, შუქის, დამლაგებლის და ასევე სხვა რამისაც, გარდა ხელფასისა. თუმცა, ეს არის დროებით _ ვეძებთ ფართს, სადაც დაგვჭირდება ავეჯი; ჩვენ არც ტექნიკა გვაქვს, რადგან გამგეობის შენობაში ვართ _ რაც გაგვაჩნია, არის გამგეობის კუთვნილება, მის ბალანსზეა. ამიტომ, ყველაფერი შესაძენია.

_ ეგ სამომავლოდ, მე გეკითხებით, აქამდე რაში დახარჯეთ 5 000?

_ მე შემიძლია, გითხრათ – თანხების განკარგვაზე ჰკითხეთ მაჟორიტარ დეპუტატს, ჩემს შემთხვევაში ამის უფლება აქვს დეპუტატს. მე ვიღებ მხოლოდ შესაბამის ხელფასს და ამ თანხის განკარგვაზე თუ რამ გაინტერესებთ, ჰკითხეთ დეპუტატს. მე არ ვიცი.

_ ანუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არაა თანხების განკარგვის საქმე?

_ თანხების განკარგვა შემიძლია როგორც მე, ასევე შეუძლია დეპუტატს; ჩვენს შემთხვევაში, ასე გადავწყვიტეთ, რომ თანხები ჩაიბაროს მან. ეს იყო დეპუტატის სურვილი.

_ ქალბატონო მარინე, თქვენ არ განკარგავთ თანხებს, მაგრამ თუ გაქვთ ინფორმაცია, გააჩნია თუ არა ბიუროს საწვავის, ავტომანქანის ხარჯები?

_მოდით, ამის შესახებ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიმართოთ დეპუტატს. ძალიან გთხოვთ, თუ იმ თანხების ხარჯვა გაინტერესებთ, რაც ბიუროს ერიცხებოდა, დეპუტატს ჰკითხეთ. ისე, პირადად მაქვს ხელფასი, რომ არავინ შევაწუხო ჩემი ორი ლარისთვის.

_ ქალბატონო მარინე, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გაუკეთეთ მინდობილობა ბატონ ზვიადს…

_ კი, ბატონო, მე გავაკეთე საბუთები იმიტომ, რომ მას განეკარგა თანხები, გავუკეთე მინდობილობა.

“გურა ნიუსი” ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ზვიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა, რომელიც, რატომღაც ძალიან ააღელვა ამ უწყინარმა კითხვამ. მკითხველი რომ არ გადავღალოთ, გთავაზობთ დეპუტატის საუბრიდან მცირე ამონარიდს, რომელიც კონკრეტულად ბიუროს ხარჯებს შეეხება, სრული ჩანაწერი კი რედაქციის არქივში ინახება.

ზვიად კვაჭანტირაძე: “მე მაქვს ვალდებულება სამ თვეში ერთხელ წარვადგინო ამის შესახებ ინფორმაცია, იქ სადაც საჭიროა, პარლამენტში. იქ ამას გავაკეთებ წესის და რიგის მიხედვით და ყველამ თავის ბიუჯეტს მიხედოს (საინტერესოა, იცის თუ არა დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ მისი ბიუროს ხარჯები ხალხის ფულით ფინანსდება და მან, პირველ რიგში, ანგარიში სწორედ ხალხს უნდა წარუდგინოს?! რედ). ძირითადად იხარჯება ხელფასებში. ისე უნდა იხარჯებოდეს დაწყებული ქირიდან, ჯერ მე ქირა არ გადამიხდია, მაგრამ ვეძებ ალტერნატივას და სხვაგან მინდა გავაკეთო მაჟორიტარის ბიურო. ეს ფული ჩვენთვის კი არ მოუციათ, უნდა გაკეთდეს ცენტრალური შესყიდვა, გაკეთდეს სია და ჩამოვწეროთ ყველანაირი ხარჯი, რა გვჭირდება, ველოდებით როდის მოგვცემენ.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარს აკეთებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მთავარი იურისტი ეკატერინე ბოკუჩავა: “არსებობს დებულება, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტარის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროებისთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ. ამ დებულების მეოთხე მუხლის თანახმად, ბიუროებს მატერიალური და ტექნიკური საჭიროების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფათ 5 000 ლარი, თვეში ერთხელ. ბიუროები ანგარიშვალდებულნი არიან, უშუალოდ პარლამენტის წინაშე.

ამ 5 000 ლარში შედის აბსოლუტურად ყველანაირი ხარჯი -_ სხვა ფინანსური მხარდაჭერა მათ არ აქვთ და ფინანსდებიან მხოლოდ პარლამენტიდან.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრულია, თუ რა მიზნისთვის იქმნება პარლამენტარის ბიურო.

საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს პარლამენტარის ბიუროს მუშაობას; სწორედ ამ კანონებზე დაყრდნობით შეიქმნა ზემოთ ნახსენები დებულება.”

რედაქციისგან: საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით ჩვენ დაინტერესებას, რატომღაც, მაჟორიტარების მხრიდან სრულიად გაუგებარი მწვავე რეაქცია მოჰყვა. როცა ჟურნალისტები კითხვებს სვამენ, მათი “სანერვიულო” მხოლოდ ისაა, თუ როგორ იხარჯება ხალხის მიერ გადახდილი გადასახადები. მედიის მოვალეობაც და საქმიანობის ავან-ჩავანიც ესაა და არა პოლიტიკოსებისთვის ასე ხშირად ხმარებული ტერმინები: “შეკვეთა”, “დაკვეთა”, “კვანტის დადება”, “ინტრიგა”…

აქვე ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა _ რა ანერვიულებთ ასე ადრესატებს?! ჩვენი და, სავარაუდოდ, მათი მიზანიც მოსახლეობისთვის, ამომრჩევლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, ხარჯების გამჭვირვალობა უნდა იყოს, რომ საზოგადოებაში მართლაც საფუძვლიანი საეჭვო კითხვები არ გაჩნდეს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ახალმა მთავრობამ კორუფციული ხარჯების დაზოგვით 1 მილიარდ ლარამდე გამოათავისუფლა"

მიხეილ სააკაშვილის განცხადება კოტე კუბლაშვილის შესახებ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო