თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული განვითარების სფეროში, აგრეთვე საქართველოს, ლატვიისა და ლიტვის და ხელისუფლებებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია მართავდა შეხვედრებს ლატვიისა და ლიტვის პარლამენტებისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, დელეგაცია ეწვია შესაბამის სამინისტროებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციებს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ერეკლე ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი და ნოდარ ებანოიძე, აგრეთვე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, _