ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება ასეთი იყო: “კურტანიძე კურირებს სპორტს. მას არავითარი შეხება არ აქვს პოლიციასთან. ეს ადამიანი 26 მაისს… გასაგებია?! სპორტს კურირებს, რა გინდათ თქვენ, ვერ გავიგე.”
საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ შს მინისტრის განმარტებას უპასუხა: “რას ნიშნავს შეხება არ აქვს პოლიციასთან? ვის ამეცადინებს?”
“თქვენ ვის ამეცადინებდით?” _ ასეთი პასუხი გასცა ბარამიძის კითხვას ღარიბაშვილმა.
“მე არავის არ ვამეცადინებდი. მე მინისტრი ვიყავი. მე არ ვიყავი პოლიციის აკადემიაში…
კომპენსაციის სახით უნდა იყოს პოლიციის აკადემიის პრორექტორი? ეს ადამიანი რომ არის პრორექტორი, თქვენი პოლიციისთვის არის სირცხვილი. ეს არის ლაქა. რას შეეხება 26 მაისის თემას. ეს არის კრემლთან შეკრული ადამიანების აქცია საქართველოს წინააღმდეგ.” _ უპასუხა ბარამიძემ.