ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ, რომელიც ნერვული სისტემის მუშაობას აწესრიგებს.
საიდუმლო არ არის, რომ ნერვული დაძაბულობა და სტრესი არა მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს და შრომისუნარიანობას აქვეითებს, ასევე, ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს.
ამას შეიძლება მოჰყვეს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში დარღვევები.
ქსოვა მშვიდი, უწყინარი შრომაა. ეს პროცესი ბნელ აზრებს უკუაგდებს და კარგი განწყობის შექმნას ეხმარება, ვინაიდან მისი საბოლოო შედეგი დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს.