პარლამენტის შენობასთან ერთ-ერთი პირი ზებრას ფორმაში გადაცმული მივიდა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ზებრას განასახიერებს და პარლამენტში შესვლა სურს.
„პარლამენტის დეპუტატი ვარ, თუ შეიძლება გამატარეთ, სხდომაზე მაგვიანდება. უკვე დაწყებულია რეგისტრაცია. პარლამენტის ჩვეულებრივი დეპუტატი ვარ. მიკეთია ცესკო-ს მიერ გაცემული „ბეიჯი”. 90 ზებრა იქ უკვე არის და მელოდებიან“, – განაცხადა აქტივისტმა.
ცნობისთვის, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელებთან ყვავილები მიიტანეს. მათი თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს “უკანასკნელ გზაზე აცილებენ”.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.