რაც მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება და ხუთნიშნა ციფრებშია გამოსახული.
ირკვევა რომ საბჭოს მდივანმა გიორგი ბოკერიამ 2012-2013 წლებში მხოლოდ პრემიის სახით 45 850 ლარი, მიიღო. მისმა მოადგილე თამარ კინწურაშვილმა _ 38 930, მეორე მოადგილე ბათუ ქუთელიამ _ 47 456, მესამე მოადგილე ლევან დუჩიძემ _ 41 351, მეოთხე მოადგილე თორნიკე თურმანიძემ კი _ 39 555.
სულ უშიშროების საბჭოს შტატიან და უშტატო თანამშრომლებზე გასულ წელს პრემიის სახით გაიცა 373 905 ლარი. აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოში სულ 38 ადამიანი მუშაობს.