https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მოხდა არჩევნების დღეს გურიაში და როგორია მმართველი პარტიის პასუხები ოპოზიციის ბრალდებებზე

13:30; 30.10.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა მმართველი გუნდის პარტიას “ქართულ ოცნებას” აქვს, რასაც კონკურენტების დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა _ არჩევნებიდან მეორე დღესვე პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

რა ხდებოდა არჩევნების დღეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში? შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში “ქართული ოცნება” ლიდერობს.

არჩევნების დღეს, ტრადიციულად, მათი შტაბის წინ გაიჭრა ტორტი და ისროლეს ფეირვერკი. გამარჯვებას ულოცავდნენ ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც “ქართული ოცნების” დელეგატია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველს არჩევნები მოჰპარა და დროა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ეს მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი გურიის მოქმედი პოლიტიკოსებისგან მოვისმინოთ, რა მოხდა არჩევნების დღეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ასკურავას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებმა უპრეცედენტო დაშინებების ფონზე ჩაიარა:

კახა ასკურავა: “მინდა გურიის მთელ მოსახლეობას მივმართო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ხელი შეუშალა იმ სპეცოპერაციას, რომელიც უნდა გახორციელებულიყო ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

გურიაში “ქართული ოცნება” გეგმავდა დიდი პროცენტებით გამარჯვებას, მაგრამ ჩვენმა ამომრჩეველმა დამდუღრული ძაღლებივით გააგდო ყველა, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა _ ეს სპეცოპერაცია ლანჩხუთში და ოზურგეთში ვერ შედგა, ჩოხატაურში კი ვასილ ჩიგოგიძემ საკუთარი ავტორიტეტი გამოიყენა.

უპრეცედენტო გაყალბების, მოსყიდვის, დაშინების და ზეწოლის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა გურიაში დიდი პროცენტის დაწერა.

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოში მცხოვრები მილიონზე მეტი ამომრჩევლის და ემიგრანტების ხმა. ვინც ამ ბრძოლას, რომელიც დღეიდან იწყება, უღალატებს, ის გახდება “ბიძინა ივანიშვილი 2″.

კახა ასკურავას თქმით, არჩევნების დღეს ე.წ. “ძველი ბიჭები” და “ქართული ოცნების” პარტიული აქტივი იდგნენ საარჩევნო უბნის მიმდინარე ტერიტორიაზე და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ:

“ბევრი საჩივარი გვაქვს შეტანილი ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში და დაველოდებით განხილვას. ამ საჩივრებსაც მივხედავთ და დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების უფლებებს“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს კახა ასკურავამ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” და პარტია “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ის, რაც 2024 წლის 26 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, თვით ლუკაშენკოსაც არ გაუკეთებია ბელორუსში.

ვატო სურგულაძე: “გურიაში საარჩევნო უბნებზე იდგა მიკროავტობუსები და იქედან მიმდინარეობდა ამომრჩევლების გაკონტროლება. მოჭიდავეები და სპორტსმენები იდგნენ და აბულიგებდნენ ხალხს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეგზიტპოლის შედეგებს და ცესკოს მონაცემებს შორის ამხელა ცდომილება დაუჯერებელია. ავტორიტეტული ორგანიზაციის ეგზიტპოლში 15%-ინი შეცდომა იყოს არ მოსწრებია მსოფლიოს და ეს მოხდა საქართველოში.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ერთ ნაწილს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები.

ბევრი პრობლემა იყო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე _ აპარატებს სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ.

უამრავი საჩივარი დაწერილი და აუცილებლად მოხდება მათი განხილვა შესაბამის უწყებებში“, _ გვითხრა ვატო სურგულაძემ.

მისივე თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” არ აპირებს პარლამენტში შესვლას:

“ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები და აქედან გამომდინარე, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ“, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ვატო სურგულაძემ.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ჩოხატაურში არჩევნები ფსიქოლოგიური ზეწოლის და დაშინების ფონზე წარიმართა:

“მთელი დღის განმავლობაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, წევრები და აქტივისტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოეხდინათ. ეს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიან პირობებში _ არა ერთი საჩივარი დაიწერა ჩვენი კოალიციის წარმომადგენლებისგან და უკვე შეტანილია ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

60/13 საარჩევნო უბანზე ერთმა ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე გაიარა რეგისტრაცია. ასევე, რამდენიმე ფაქტი იყო, როდესაც მარკირებიანმა ამომრჩეველმა ორ ადგილას მისცა ხმა.

მსგავსი ფაქტები, საქართველოს მასშტაბით უამრავი იყო და ეს ასე არ ჩაივლის _ არჩევნები მოპარულია. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები“, _ გვითხრა ბაჩო ახალაძემ.

“გურია ნიუსი” ორგანიზაციის _ “ჩემი ხმას” დამკვირვებლის, სამოქალაქო აქტივისტს ნინო ურუშაძეს ესაუბრა:

“არჩევნებს ვაკვირდებოდი ქალაქ ოზურგეთში, 60.02 საარჩევნო უბანზე, სპორტის სასახლეში, კოალიცია “შენი ხმას’’ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ ფაქტებზე:

  1. უბნის გახსნის მომენტიდან, “ქართული ოცნების’’ წარმომადგენელმა დააყენა და ჩართო კამერა, რომელიც იღებდა, რა ხდებოდა უბანზე. ასეთივე კამერებით გადაღება მიმდინარეობდა ყველა უბანზე, სადაც ჩვენი კოალიციის დამკვირვებლები იყვნენ. ერთ–ერთმა დამკვირვებელმა მომწერა, რომ კამერა უშუალოდ მიმართული იყო საარჩევნო ურნებისკენ, რომლებშიც ამომრჩეველი ბიულეტენებს ათავსებდნენ. ვფიქრობ, ესეც შეიძლება ყოფილიყო ამომრჩევლებზე ზემოქმედებისთვის, რათა მათ გაჩენოდათ განცდა, რომ აკონტროლებდნენ.
  2. მთელი დღის განმავლობაში უბანზე შემოდიოდნენ არაუფლებამოსილი პირები მთავრობის მიერ შექმნილი “არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“, რომლებსაც ეკეთათ ე.წ. “ბეიჯები’’ _ სამკერდე ნიშნები და იყვნენ “დამკვირვებლები’’. კანონმდებლობის მიხედვით, უბანზე არ შეიძლება იყოს თითო დამკვირვებელზე მეტი ერთი ორგანიზაციიდან, თუმცა, რაღაც მომენტში უბანზე ორგანიზაცია “განათლებისა და თანასწორობის ცენტრიდან’’ დავითვალე ერთდროულად 5 დამკვირვებელი. ჩემს კითხვაზე, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ერთ–ერთმა მიპასუხა, რომ “ქართული ოცნებიდან’’ იყო _ მათ სათანადო წესით რეგისტრაციაც არ ჰქონდათ გავლილი. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი დღე ბრძოლა მქონდა ამ ადამიანებთან, რომ დაეტოვებინათ უბანი. როდესაც თავმჯდომარეს ამის შესახებ ვეუბნებოდი, რეაგირება ჰქონდა და სთხოვდა, რომ გასულიყვნენ, თუმცა, მე რომ არ შემემჩნია, მათი იქ ყოფნა იქნებოდა სრულიად შეუმჩნეველი და მისაღები ყველასთვის. ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი მაყურებლები საარჩევნო უბანზე, რომ ეკონტროლებინათ, ვინ მოდიოდა და რას აკეთებდა.
  3. როდესაც ამომრჩეველი ყუთში ათავსებდა ბიულეტენს, ხშირ შემთხვევაში, ადვილად იყო იდენტიფიცირებადი, მისცა თუ არა ხმა “ქართულ ოცნებას’’, რადგან მარკერის კვალი, რომლითაც აფერადებდა სასურველ სუბიექტს, გადმობრუნებული ბიულეტენის შემთხვევაში ნათლად ეტყობოდა. ამ დროს ყუთებს თავზე ედგნენ კომისიის წევრები და “დამკვირვებლები’’, რომლებიც აშკარად “ქართული ოცნების’’ მხარდამჭერები და წარმომადგენლები იყვნენ. ჩემი აზრით, ხმის მიცემის ფარულობა ამით დარღვეული იყო, რაც დამატებით წნეხს ქმნიდა ამომრჩევლისთვის“.

“გურია ნიუსმა” რამდენიმე კითხვით “ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დავით დარჩიას მიმართა.

_ ბატონო დავით, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები?

_ პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს დიდი გამარჯვება! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთელებს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენს გუნდს გამოუცხადეს! ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობასა და ღირსეულ ევროპულ მომავალს. არჩევნების საერთო შეფასება ყველამ ვიხილეთ, რომელიც ცხადყოფს იმ შედეგებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა.

_ ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გავლენა მოახდინა არჩევნებზე, ანუ საჯარო სამსახურში დასაქმებულები ხვდებოდნენ ხალხს და ეუბნებოდნენ რომ მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ მხარი; აგრეთვე, იდგა მიკროავტობუსები, რომელშიც რიგდებოდა ფული და ამ ყველაფერმა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა… რას იტყვით ამ ბრალდებების შესახებ?

_  მთავარი სადამკვირვებლო მისიის _ ეუთო–ოდირის შეფასებამ ნათლად გამოაჩინა, რომ არავითარი კითხვები და ეჭვები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ხოლო დეზინფორმაციები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელდა, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სიცრუეში შეყვანას ემსახურებოდა, რაც მათ არ გამოუვიდათ. საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა.

_ დღეიდან საქართველოში იწყება (ინტერვიუ ჩაწერილია 28 ოქტომბერს. ავტ.) ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები, ასევე, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას…

_ პირველ რიგში, მათ არ სურთ აღიარონ ქართველი ხალხის ნება და ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა მათ, 2012 წლიდან მოყოლებული არც ერთი არჩევნების დასრულების შემდეგ არ აღიარებდნენ მარცხს, თუმცა, რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ აღიარებდნენ და შედიოდნენ პარლამენტში. ახლაც იმავე წრეზე არიან.

_  რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენ მიერ წარდგენილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა?

_ სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის სახეს, რომელიც მათი სიცრუის გავრცელებას ემსახურება.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

დავით დარჩიავატო სურგულაძეკახა ასკურავანინო ურუშაძე
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

12:28; 15 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14 იანვარი, 2026

"არჩევნები იყო უპრეცედენტოდ სამაგალითო"

რა წერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ - რიკარდ იოზვიაკი

ყველა სიახლე

ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026
სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16.01.2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

10:00; 16.01.2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო