რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაცია აპოლიტიკურია და მასში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გაწევრიანდებიან.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა აღნიშნეს, “სახალხო დარბაზი” გამოვა ახალი ინიციატივებით და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესების მიმართ. გარდა ამისა, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები აფხაზ ხალხთან სახალხო დიპლომატიის გზით ურთიერთობების აღდგენა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა იქნება. კიდევ ერთი მიზანი, რასაც “საზოგადოებრივი დარბაზი” ისახავს, არის, დაეხმაროს ხალხს წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული შიში სინდრომის საბოლოოდ დაძლევაში.
რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას დამფუძნებლები შემოწირულობებიდან და საწევროს გადასახადისგან აპირებენ.
“საზოგადოებრივი დარბაზში” უკვე გაწევრიანდნენ ზუგდიდისთვის ცნობადი სახეები, გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.