ოფიციალური მონაცემებით, ახალი მოდელი 100 კილომეტრზე 9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.
იგი აღჭურვილია 2,5 ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრე 253 ცხენის ძალაა.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ჰიბრიდის შემადგენელი აკუმულატორი იტენება არა მარტო ძრავის მუშაობის დროს, არამედ დამუხრუჭების მომენტშიც, რეკუპერაციის სისტემის მეშვეობით.
ახალი Pathfinder-ის გაყიდვა ამერიკაში ზაფხულიდან დაიწყება და მისი ფასი 28 600 დოლარი იქნება.