სწორედ ეს პიროვნება ამარაგებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ხორცით.
_ განცხადებაში ერთ-ერთი მოტივი ტენდერის შეწყვეტის წერია ის, რომ მათ მანქანას გაუფუჭდა მაცივარი და ვეღარ უზრუნველყოფდნენ ხორცის შემოტანას ოზურგეთში. ტენდერი გაუქმებულია და უკვე გამოცხადდა ახალი ტენდერი, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მაკა ჭყონიამ.
მისივე თქმით, ოზურგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და უკვე არაგეგმური ინსპექტირება დაიწყეს.
ოზურგეთის საბავშვო ბაღში საეჭვო ხორცის შეტანის თაობაზე “გურია ნიუსს” 29 მარტს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა.
_ ხორცს, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ერთ–ერთ ბაღიდან გამოტანილი და ამის შესახებ, გვინდა, რომ ყველამ გაიგოს. ამ ხორცით როგორ შეიძლება მოამზადონ კერძი და შემდეგ ბავშვებს აჭამონ? ხორცი ჩამოაქვთ ასპინძიდან და კაცმა არ იცის, რა ჩამოაქვთ. რაც ხდება, არის განუკითხაობა. საქმე ეხება ბავშვების კვებას. როგორც ვიცით, 13 ლარი იყო ტენდერზე ხორცის ფასი და ამ ორგანიზაციამ იმით მოიგო, რომ ორი ლარით ნაკლები შესთავაზა, _ განაცხადეს 29 მარტს “გურია ნიუსთან” მშობლებმა.