ე.წ. ოჯახური დაგეგმარების ნიღაბქვეშ არასასურველი ბავშვების მუცლადმოწყვეტის (აბორტის) დაკანონებული პრაქტიკის აკრძალვის მოთხოვნით.
სახელმწიფომ უნდა გადახედოს აბორტის შესახებ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისობაში მოიყვანოს ის ეროვნულ და ქრისტიანულ პრინციპებთან. ჩვილის სიცოცხლის შეწყვეტა მუცელში ისეთივე მკვლელობაა, როგორიც ამქვეყნად მოვლენილი ჩვილის ან ზრდასრული ადამიანის სიცოცხლის და მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ერთ–ერთი პირველია მსოფლიოში აბორტების რაოდენობით. არსებული სტატისტიკით, საქართველოში დღეში 90–მდე, წელიწადში კი 31 000–მდე აბორტი კეთდება, არაოფიციალური მონეცემები კი ოფიციალურს სამჯერ აღემატება.
ყველამ უნდა გააცნოებიეროს, რომ აბორტი წარმოადგენს მკვლელობას და ის კანონმდებლობით უნდა ისჯებოდეს. ყველა მართლმადიდებელმა კარგად უწყის, რომ ჩვილთა მკვლელობის ცოდვა მთელ ერს უმძიმეს სასჯელად ექცევა.
აქცია დაიწყება 14 საათზე.