ამჟამად საქართველოს მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძარში დილიდანვე წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა სამღვდელოებასთან ერთად დაიწყო. ამ წუთებში კი მრევლი ზიარებისთვის ემზადება. ეს დღესასწაული დიდი მარხვაში აღინიშნება და დღეს თევზით არის ხსნილია.
ხარება, ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი), აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.
ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.
გილოცავთ!!!