95 წლის ასაკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაკვანეთის მკვიდრი, მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი შოთა მანჯავიძე გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ხშირად იყო “გურია ნიუსის“ სტუმარი და რესპონდენტი.
2011 წლის, 12 მაისი (“გურია ნიუსის“ არქივი – შოთა მანჯავიძე – “წინა ხაზზე არ მიბრძოლია, თუმცა ბრძოლის ველი ერთი დღეც არ დამიტოვებია. 1945 წლის 9 მაისს ამოვისუნთქეთ. მაგრამ ამის შემდეგ ისევ 5 წელი ვმსახურობდი არმიაში. ძალიან რთული იყო ყველაფერი, საჭმელი არ გვქონდა და სასმელი. ჩემთვის დღევანდელი დღე დღესასწაულია.“
2013 წლის 9 მაისი, “გურია ნიუსის“ არქივი, შოთა მანჯავიძე: _ ძალიან რთული პერიოდი იყო. 18 წლის არ ვიყავი, ომში რომ წავედი. ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და სამშობლოს დასაცავად. ახლა ვიხსენებდი ჩემს მეგობრებთან. პური და მისაყოლებელი ერთად არ გვიჭამია. ომის შემდეგ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, ცოლი მოვიყვანე, შვილები მყავს, შვილიშვილები და შვილთაშვილები.
“გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.